როგორც იტყობინებიან, კიევის ცენტრში მომხდარ შეტაკებებში ხუთი აქტივისტი და ორი პოლიციელი დაიღუპა.
დაპირისპირება კიევში დაიწყო სამშაბათს, მას შემდეგ, რაც ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა გაარღვიეს უკრაინის პარლამენტის გარშემო მოწყობილი პოლიციის კორდონები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 25-26 იანვარს ჩატარებული შიდა ატესტაციის შედეგები ცნობილია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
18 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი.
ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე.
ქართული მხარე განიხილავს ევროკავშირის წინადადებას, მისი ეგიდით ჩაერთოს სამშვიდობო მისიაში, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად.
გასული სამუშაო კვირის დასაწყისში გავრცელდა ცნობა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისათვის 42 კონგრესმენის მიერ წერილის გაგზავნის შესახებ.
ბათუმის მერის მოვალეობას ვიცე-მერი გიორგი ერმაკოვი ასრულებს. მერი ჯემალ ანანიძე თანამდებობიდან გადადგა - მისი განცხადება, 14 ხმით, 13 თებერვლის სხდომაზე დააკმაყოფილა ქალაქის საკრებულომ.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინის ხელისუფლებას და ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს გადამჭრელი ზომები მიიღონ კოალიციური მთავრობის ფორმირებისათვის და კრიზისიდან გამოსასვლელად.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საკამათოდ იქცა ამომრჩეველთა ერთიანი ბიომეტრიული სიის ფორმირების საკითხი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე საუბრობს ევრაზიის ფონდის ახალ ინიციატივაზე - „ცვლილებების ინიციატორთა ფორუმზე“.
ჩამოტვირთე მეტი