უკრაინის უკიდურესად გამწვავებული კრიზისით გამოწვეული რყევები იგრძნობა ყირიმის ნახევარკუნძულზე, მიწაზე, რომელიც სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია და რომელსაც რუსეთი, მართალია, მისი ტერიტორია არაა, იოლად ვერ თმობს.
ევროკავშირის ლიდერები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსებში შესატანი ცვლილებები.
საქართველოში გმობენ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტს, რის შედეგადაც უკრაინის დედაქალაქში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი ძალადობის შედეგად კიევში სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა.
როგორც იტყობინებიან, კიევის ცენტრში მომხდარ შეტაკებებში ხუთი აქტივისტი და ორი პოლიციელი დაიღუპა.
დაპირისპირება კიევში დაიწყო სამშაბათს, მას შემდეგ, რაც ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა გაარღვიეს უკრაინის პარლამენტის გარშემო მოწყობილი პოლიციის კორდონები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 25-26 იანვარს ჩატარებული შიდა ატესტაციის შედეგები ცნობილია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, კომისიის წევრებთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
18 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი.
ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე.
ქართული მხარე განიხილავს ევროკავშირის წინადადებას, მისი ეგიდით ჩაერთოს სამშვიდობო მისიაში, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად.
ჩამოტვირთე მეტი