უკრაინის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, თებერვალში კიევში დემონსტრანტების დახოცვის ფაქტი განხორციელდა ვიქტორ იანუკოვიჩის, „პირდაპირი ხელმძღვანელობით“.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, თუმცა ცხინვალში დომენტი ყულუმბეგოვს უკვე უწოდეს ახალი ძველი პრემიერი.
პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის თაობაზე.
3 აპრილს ხმაურიანი კამათისა და მწვავე დაპირისპირების გამო ჩაიშალა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა.
შამგონის რწმუნებული რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, რუსეთის სამხედროების მიერ დაკავებულები საქართველოს სამი მოქალაქე გალის მილიციაში წაიყვანეს.
ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, 2 აპრილს დასრულდა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის უმთავრესი საკითხი ყირიმში რუსეთის ინტერვენცია და მისი ანექსია იყო.
კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო, საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა.
რამდენიმე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტია 15 ივნისს დანიშნული ადგილობრივი თავითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნას აპირებს.
საქართველომ ალიანსის ხელმძღვანელობისგან შექება დაიმსახურა როგორც „უსაფრთხოების ექსპორტიორმა“ ქვეყანამ და ნატოს არაწევრმა უმსხვილესმა კონტრიბუტორმა ავღანეთის მისიაში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით 300 მეტრშიც გაჩნდა.
საქართველოს პარლამენტი არ აპირებს მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეს შეისწავლის.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს „ნატოს განსაკუთრებული პარტნიორი“ უწოდა.
ჩამოტვირთე მეტი