ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ მუკაჩევოში, განვითარებული მოვლენების გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ვენაში უკვე ორ კვირაზე მეტ ხანს მიმდინარეობს ირანთან გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისა და გერმანიის მოლაპარაკებები, რომლის თემაა თეირანის ბირთვული პროგრამა.
საქართველოს ხელისუფლება გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში „საზღვრის“ შეცვლის ახალ მცდელობას და მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს მას.
გასული კვირის ბოლოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კიდევ უფრო გაიზარდა. 10 ივლისს რუსეთის მესაზღვრეები ჯერ წითელუბნისა და ხურვალეთის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში გამოჩნდნენ.
გასული კვირის მიწურულს, როგორც იქნა, მოხერხდა უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რისთვისაც 12 ივლისს 9 საათზე მიხეილ მესხის სტადიონის 12 სალარო გაიხსნა.
მთავრობამ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი ეკონომიკური ზრდის 5%-დან 2%-მდე შემცირების, ლარის დევალვაციისა და 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების ფონზე მოამზადა.
ინდოეთი და პაკისტანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდებიან. ამის შესახებ 10 ივლისს, ორგანიზაციის სამიტის დროს, უფაში მიღებულ დეკლარაციაშია საუბარი.
საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებისგან განსხვავებით, საკრებულოების წევრები არავითარი იმუნიტეტით არ სარგებლობენ.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საფრანგეთში გაემგზავრა. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ის ხელს მოაწერს მეორე კონტრაქტს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ.
10 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე.
რუსეთში დახურვას უპირებენ ამ ქვეყანაში მოქმედ ერთ-ერთ ცნობილ უფლებადამცველ ორგანიზაციას, „წამების საწინააღმდეგო კომიტეტს“, რომელიც იანვარში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა.
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას რატიფიცირება უკვე გაუკეთა ევროკავშირის 23-მა ქვეყანამ, თუმცა დარჩენილია კიდევ 5 ქვეყანა.
ჩამოტვირთე მეტი