ახალგაზრდა ქალი, ფსევდონიმით „ჯამალა“, შეასრულებს სიმღერას საბჭოთა კავშირში სტალინის მმართველობის დროს, 1944 წელს, ყირიმიდან ასიათასობით ადამიანის გადასახლებაზე, სიკვდილსა და უსამართლობაზე.
ციურიხში, ფიფას რიგგარეშე კონგრესის მონაწილეებმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს - შვეიცარიელი ფუნქციონერი ჯანი ინფანტინო.
ჩვენი კორესპონდენტების მოკლე ვიდეორეპორტაჟები ქვეყნებიდან, რომლებშიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მაუწყებლობს. კომენტარი
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შედეგები 27 თებერვალს, გვიან გახდება ცნობილი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების საქმეზე.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი თბილისში, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს სხვადასხვა ორგანიზაცია უცხადებს სოლიდარობას. თბილისში, თავისუფლების მეტროსთან, აქტივისტებმა მცირე აქცია გამართეს. ისინი სხვადასხვა ნივთს ყიდიან, რათა მიღებული თანხით მაღაროელებს დაეხმარონ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან უფრო ქმედითი ზომების მიღების ითხოვენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიფრთხილით ეკიდება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივას, რის გამოც, გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი ერთგვარ „სათადარიგო გეგმაზეც“ მუშაობს.
ჩვენი კორესპონდენტების მოკლე ვიდეორეპორტაჟები ქვეყნებიდან, რომლებშიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მაუწყებლობს.
ტყიბულში შექმნილი მწვავე ვითარება არ წარმოადგენს განყენებულ პრობლემას. პროფესიული კავშირები, უფლებადამცველი ორგანიზაციები წლებია, საუბრობენ გაუსაძლის პირობებზე მძიმე მრეწველობაში. სამუშაო ადგილებზე დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანების სია სისტემატურად იზრდება.
საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს განაგრძობს და სომხეთისკენ გატარებული გაზისთვის ხელსაყრელი სატრანზიტო საფასურის დადგენას ცდილობს.
ჩამოტვირთე მეტი