გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა დიდ ნაკადში იქნებ არსებულ პოლიტიკურ ძალთა და პოლიტიკოსთა კრიტიკულად მჭვრეტელი და შემფასებელი ამომრჩეველი დავინახოთ? ამომრჩეველი, რომელიც იცდის, აკვირდება, უსმენს, კითხულობს, იაზრებს და არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას!
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ბზარი გაუჩნდა თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობას, რაც ნეგატიურად აისახება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე,
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“.
პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
16 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროგრამების დირექტორი და ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. მან ილაპარაკა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც ორი საკონსტიტუციო ინიციატივა უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
ცესკოს თავმჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს, დააჯარიმოს თუ არა „ცენტრისტები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაშვებული სარეკლამო კლიპის შინაარსის გამო.
საქართველოს პარლამენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს მოქალაქეთა განაცხადს კონსტიტუციაში ქვეყნის უბლოკო სტატუსის ჩაწერის შესახებ.
15 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი.
15 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებზე.
გასულ კვირაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემებს აქტუალობა ძირითადად შესძინა აგვისტოს ომის მერვე წლისთავის აღსანიშნავმა ღონისძიებებმა.
უნდა იყოს თუ არა გარანტირებული საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ საქართველოს კონსტიტუციით და აქვს თუ არა მომავალი „უბლოკო სტატუსის“ იდეას?
ჩამოტვირთე მეტი