რუსეთში 18 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ დამატებით 12 მილიონამდე ხმა მიეთვალა - ასეთია დასკვნა, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტს, სტატისტიკოს სერგეი შპილკინს გამოაქვს არჩევნების პროცესის ანალიზის საფუძველზე.
თავი იჩინა კიდევ ერთმა გაუგებრობამ თურქეთსა და საქართველოს შორის, რომელიც ისევ განათლების სფეროს უკავშირდება.
იდეის ავტორი, გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნიპარიშვილი, მუზეუმში ყველას ეპატიჟება. მისი თქმით, მომავალში აქ გაიმართება ფილმების ჩვენება და დისკუსიები საბჭოთა ტოტალიტარიზმის, რეპრესიების, ოკუპაციისა და საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ.
21 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" (N10) მხარდამჭერი.
რა სახის საჰაერო თავდაცვითი იარაღის მიღებას ელის საქართველო საფრანგეთისაგან და ვინ იხდის ფულს მაღალტექნოლოგიურ თავდაცვით სისტემებში - პარიზი, თუ თბილისი?
21 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ (გელა) სალუაშვილი, "ზვიადის გზა - უფლის სახელით" (N28) თავმჯდომარე.
მმართველი პარტიის „მშვიდობის მემორანდუმის“ მთავარი მიზანი კონტრაქციების თავიდან აცილებაა - თუ ერთი პოლიტიკური ძალა კონკრეტულ ადგილას აქციას ან სხვა ღონისძიებას გამართავს, მემორანდუმი მეორე პოლიტიკური ძალის აქტივისტებს ამ ადგილისგან დისტანცირებისკენ მოუწოდებს.
თავდასხმის გამო სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაშლის პირას მივიდა.
გაეროს გადაწყვეტილებით, სირიაში დროებით შეწყდა ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონების გადაადგილება მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს ერთ-ერთ ავტოკოლონაზე საჰაერო დარტყმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა.
ამჯერად ვსაუბრობთ აფხაზეთში პარალელურად წარმართულ მიტინგებზე, რომლებიც ეროვნული მოძრაობების სახელით იმართებოდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბიული ნაწილის, “რეპუბლიკა სრპსკას”, პრეზიდენტი მილორად დოდიკი 22 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხვდება.
ჩამოტვირთე მეტი