ზვიად გამსახურდიას საქმის საგამოძიებო ჯგუფს საქართველოს მთავარი პროკურორი თავად უხელმძღვანელებს. ამ შედეგით დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის ცოტნე გამსახურდიას შეხვედრა მთავარ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან.
პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
საკრებულოს უმრავლესობამ, ოცდაათმა წევრმა, მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება და ჯანდაცვა იქნება.
ერევანში, რუსეთის საელჩოს შენობის წინ, საპროტესტო აქცია გამართა აქტივისტების ჯგუფმა, რომელიც მოითხოვდა მოსკოვისაგან სომეხი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის გადმოცემას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 დეკემბერს ექვსკაციანი მრჩეველთა გუნდი წარუდგინა საზოგადოებას. რადიო თავისუფლებასთან ყველა მათგანმა კონკრეტულ რჩევებზე საუბრისგან თავი შეიკავა, ზოგს კი უკვე აქვს გეგმა, ვინ არიან და რას ურჩევენ პრეზიდენტს მისი გუნდის წევრები.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს.
რის საფუძველზე და რა პროცედურით შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი? ეს არის მთავარი საკითხი, რაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს.
ოფიციალური ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს კარდენახის, ვეჯინის, კალაურის და სოფელ გურჯაანის რწმუნებულებმა.
ჩამოტვირთე მეტი