საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიციური პარტიები პროტესტს ქუჩაში გამოხატავენ - ხალხმრავალი დემონსტაციების პარალელურად იზრდება შიში, რომ აქციები ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს
პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი, ივანე ნორაკიძე რადიო თავისუფლების ეთერში იხსენებს 8-9 ნოემბრის ღამით ცესკო-ს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ლაპარაკობს: "დიალოგისკენ პირველი ნაბიჯი უნდა გადმოდგას ხელისუფლებამ. მასზე არის პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობა".
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარიულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდვითარების გამწვავებასთან ერთად, პოლიტიკური კრიზისიც ღრმავდება. ადგილობრივი ოპოზიცია ეგრეთ წოდებული მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს და დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს არალეგიტიმურად აცხადებს.
რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის, ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა და სხვა, რომლებმაც გამოიწვია ის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ გვაქვს და რომელთა განმარტებას შეეცდება რადიო თავისუფლება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიებს მისი პოლიტიკური ძალის მიერ მომზადებული არც ერთი საჩივარი განუხილავთ: „გვაქვს სრული სტატისტიკა, იმდენად მარტივი მდგომარეობა იყო: არსად მიიღეს წარმოებაში, არც ერთი საჩივარი".
ჩამოტვირთე მეტი