ენტონი, ტონი ბლინკენი ამერიკელი საჯარო მოხელე და დიპლომატია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად დაასახელა. ამის თაობაზე ბაიდენის გარდამავალმა გუნდმა 23 ნოემბერს გამოაცხადა.
ზარდიაანთკარელი მირიან თაზიაშვილის დაკავებიდან სამი დღე გავიდა, მისმა ოჯახმა კი ახალი არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ თაზიაშვილი ცხინვალში ჰყავთ გადაყვანილი. მირიან თაზიაშვილის ოჯახი ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღებას ითხოვს.
საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე ლაპარაკობს 21 ნოემბრის დარღვევებსა და მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგზე: "პოლიტიკოსებს უნდათ ძალიან მალე მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ამ სიჩქარეში ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო ბევრი რამე დარჩეს გაურკვეველი, ვიდრე შეთანხმებული".
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ორ საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს. ორგანიზაციის თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი აცხადებს:"დომინირებდა უფრო მმართველი პარტიის მხარდამჭერი მუხტი. ასეთმა გარემომ ხელი შეუწყო დამკვირვებლების წინააღმდეგ მტრული გარემოს შექმნას".
იაგო ხვიჩია თვლის, რომ ოპოზიციას სჭირდება ერთიანობა მომავალზე შეჯერებისასაც: "ოპოზიციის პრობლემა ის იყო, რომ ხალხისთვის მისი სურვილები არ იყო გასაგები. ახლა გახდა გასაგები, რომ ისინი პარლამენტში არ შედიან, მაგრამ როგორი ქვეყანა უნდათ, ჯერაც არ არის გასაგები".
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარიდან საოკუპაციო ძალების მიერ 20 ნოემბერს გატაცებული 63 წლის მირიან თაზიაშვილის მეუღლემ არ იცის, რა ვიათარებაში მოხდა მისი ქმრის დაკავება.
ჩამოტვირთე მეტი