საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, უჩნდება შანსი, ევროკავშირისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს. ბრიუსელი ევროპული დედაქალაქების რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან გამოხსნას ალტერნატიული წყაროების მოძიებით ცდილობს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამხედრო მეთაურობამ გარაჟში ჩაამწყვდია რუსეთის ქალაქ ულან-უდეში განლაგებული რუსეთის არმიის ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 11 ჯარისკაცი, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ბრძოლაზე და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პატაკები დაწერეს.
ვლადიმირ პუტინი თეირანში ირანისა და თურქეთის ლიდერებს ხვდება. მხარეები აცხადებენ, რომ ძირითადად სირიასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ილაპარაკებენ. მაგრამ თეთრი სახლის მტკიცებით, ეს ყველაფერი არ არის - რუსეთს ირანული სამხედრო დრონებიც უნდა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში „ტერორისტებს მუსრი გაავლო“ და ახლა მას მოექცნენ „როგორც უკანასკნელ ტერორისტს“. იოსებ გოგაშვილმა მისი დაკავების „მთელი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ“ ფორმებზე ილაპარაკა 18 ივლისს, სასამართლოს სხდომაზე, სადაც წინასაწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ივლისს თანამდებობიდან გადააყენა ორი, მასთან ყველაზე დაახლოებული თანამდებობის პირი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა.
დღეს, 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების პოზიცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
2018 წელს, ბულგარელმა ქალმა, რომელიც გაიზარდა საფრანგეთში, გადაიღო დოკუმენტური ფილმი მისი ოჯახის კომუნისტური წარსულისა და მისი შოკის შესახებ იმის გამო, რომ დედამისი საიდუმლო პოლიციის ინფორმატორი იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დაკავებულია და ინფორმაციას ადასტურებს ის უწყება, რომელშიც მანამდე თავად მუშაობდა. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა იმ სახლში, სადაც გოგაშვილი ცხოვრობდა.
„ტრიბუნალი პუტინისთვის“ - ასეთმა სახელწოდებამ გააერთიანა უკრაინის ყველაზე დიდი უფლებადამცველი ორგანიზაციები. „ტრიბუნალის“ აქტივისტები ეძებენ და აღნუსხავენ უკრაინაში რუსეთის სამხედროთა მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა კვალს და მოწმეებს ესაუბრებიან.
ჩამოტვირთე მეტი