რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი თქმით, საქართველო დაბალი გადასახადებით შესაძლოა, მიმზიდველი იყოს ინვესტორისთვის, თუმცა კერძო საკუთრების დაცულობის ხარისხს ის სერიოზულ ხარვეზად მიიჩნევს.