ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
17 სექტემბერს ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განსახილველად დაბა ხაიშში იმყოფებოდნენ ელექტროსადგურის ინვესტორი კომპანიის, მთავრობისა და გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
12 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა მურღულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
10 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი ლექვინაძე, ეკონომისტი.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით, დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის შეუქცევადი პროცესი. მინისტრმა ეს დასკვნა 2013 წლის 8 თვის ეკონომიკურ მაჩვნებლებზე დაყრდნობით გააკეთა.
2 სექტემბერს ხუთი სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.
შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე, ჯამში, 1 მილიონ 250 ათასამდე ადამიანს შეეხება.
სექტემბრიდან უფილტრო სიგარეტის ფასი საქართველოში დაახლოებით 5 თეთრით, ფილტრიანის კი 20 თეთრით გაიზრდება. სიგარეტის გაძვირება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის არსებული განაკვეთის ზრდას უკავშირდება.
სირიის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასმა ბოლო 6 თვის მაქსიმუმს მიაღწია.
მიმდინარე კვირის ბოლოს "რთველი 2013" დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება. წლევანდელ სეზონზე, ჯამში, 150 000-მდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
ეკონომისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ვარდნა ძველი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, მეორენი კი პრობლემებს ახალი მთავრობის ნაბიჯებს უკავშირებენ.
ჩამოტვირთე მეტი