ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კახეთში ტექნიკის მაღაზიებს ვაჭრობა გაუნახევრდათ. ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლიათ, სესხსა და განვადებაზე უარს ეუბნებიან.
გარემოვაჭრეები ქუჩაში ვაჭრობის ნებართვას ითხოვდნენ და მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე.
რატომ გახდა საჭირო ასეთი ხმაურიანი სპეცოპერაციის ჩატარება და სავარაუდო ნარკორეალიზატორების მაინცდამაინც კლუბებში დაკავება, როდესაც ნარკოტიკებით ვაჭრობა საკლუბო ცხოვრების მიღმა იღებს სათავეს? არის თუ არა ეს დარტყმა დედაქალაქის მერის - კახი კალაძის - მიერ ზარზეიმით დაანონსებულ პროექტზე - „თბილისის ღამის ეკონომიკა“?
7 მაისიდან ძალაში შედის ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელმაც ჭარბვალიანობა უნდა შეამციროს. ბანკებს კრედიტის გაცემამდე მოუწევთ მოქალაქის ფინანსური მდგომარეობის სრულფასოვნად გაანალიზება.
4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული ბრენდი „აიისა“ და მას ბაზრიდან პროდუქციის ამოსაღებად ერთი კვირის ვადა მისცა.
კახეთში ღია ცის ქვეშ, ბუნებრივ კლიმატურ პირობებში მოყვანილი მარწყვის კრეფა დაიწყო. 1 კილოგრამის ფასი 4-დან 6 ლარამდე მერყეობს.
კვების ობიექტებში მორჩენილ საჭმელს ყრიან, მაშინ როცა ბევრია ისეთი, ვინც ხშირად შიმშილობს კიდეც.
ფერმერები, რომლებსაც წელს მოსავალი დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე მოჰყავთ, აგროდაზღვევის პროექტით ვეღარ ისარგებლებენ. აგროდაზღვევის პროექტში ცვლილება საქართველოს მთავრობის ინიციატივით შევიდა.
ქუთაისის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში სუნელებისა და სანელებლების რეალიზატორები აპროტესტებენ თებერვლიდან ამოქმედებულ ახალ წესებს აპროტესტებენ.
მეორე დღეა, „აგარის შაქრის“ 50 თანამშრომელი თბილისში ფეხით მოდის. ისინი კომპანიის დახურვას აპროტესტებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მეშვიდე თვეა, კომპანია „აგარის შაქარი“ გაჩერებულია. მიზეზი იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენციაში მარცხია. „აგარის შაქრის“ 500-მდე თანამშრომელი უმუშევარია.
"ბანკები პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას ყოველთვის ერიდებოდნენ, რადგან საბოლოო ჯამში თამაშის წესებს პოლიტიკოსები აწესებენ", - გიორგი კეპულაძე
ჩამოტვირთე მეტი