დიდ ვალებში გახვეულ საბერძნეთს ასევე დიდ დახმარებას ჰპირდებიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც, საბერძნეთთან ერთად, ევროზონაში არიან გაწევრიანებული, ანუ საერთო ფულადი ერთეულით, ევროთი სარგებლობენ. დახმარებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც.
თბილისის მერის პოსტზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ საკუთარი პროგრამის პრეზენტაციაზე გამოაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრამდე, ხოლო გაზის ტარიფი 10 თეთრამდე უნდა შემცირდეს. რამდენად რეალურია ენერგეტიკული ტარიფების მსგავსი ცვლილება?
თბილისში უკვე მეცხრედ, ”საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია” გაიხსნა. მიუხედავად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრით გამოწვეული ახალი რეალობისა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს აქტუალობა არ დაუკარგავს.
”რეალურად დღეს შესაძლებელია, რომ გაზის ტარიფი იყოს 10 თეთრი, ელექტროენერგიის - 5 თეთრი, ხოლო წყალი - უფასო. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ხელშეკრულებების მიხედვით, ჩვენ გვაქვს უფასო გაზი და ფიქსირებული ფასით შესაძენი გაზი”, - გია ჭანტურიას წინასაარჩევნო განცხადება.
ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში 13 მარტს გასულმა ეგრეთ წოდებულმა მოდელირებულმა ”ქრონიკამ” მოსახლეობის პანიკა და შეშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე. მომხდარის ამგვარ შეფასებას იზიარებს ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა.
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში სატრანზიტო დროებითი სანომრე ნიშნით სარგებლობენ, 1 მაისიდან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 1 200 ევროს, ხოლო ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 600 ევროს გადახდა მოუწევთ.
თურქეთი იყო ბოლო სატრანზიტო ქვეყანა, ავსტრიის, ბულგარეთის, უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ, რომელმაც 3300 კილომეტრიანი მაგისტრალის შეთანხმებას მოაწერა ხელი. „ნაბუკოს“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თურქეთის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის გადასახადი 2010 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. გადასახადი შეეხება დროებითი ან უცხოური სანომრე ნიშნების, დახურული ძარის მქონე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ტვირთის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
17 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. ერთი თვის წინ ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ანტიმონოპოლიური სამსახური საჯარო სამართლის დამოუკიდებელ სტრუქტურად იარსებებს. მთავრობა დიდხანს თავს იკავებდა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, რაც ხელს უშლიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადებას.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. მან ისაუბრა ანტიმონოპოლიური რეფორმის დასაწყებად გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე და იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი.
ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე ყოველდღიურად 6.00-დან 22.00 საათამდე იმუშავებს, 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე კი - 7.00-დან 19.00 საათამდე. გამშვებ პუნქტზე იკრძალება სახელმწიფო საზღვრის ქვეითად გადაკვეთა. "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე საქართველოს ვიზები არ გაიცემა.
ჩამოტვირთე მეტი