ერთი ამერიკული დოლარი – 2.4802 ლარი. ასეთი იყო 7 სექტემბერს ოფიციალური კურსი, რომელიც დღის ბოლოს შეიცვალა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4630 ლარი გახდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 10 პუნქტით დაეცა – ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში.
უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე, ლარი, დაახლოებით, 4%-ით გაუფასურდა. განსაკუთრებით კურსის ვარდნა ბოლო დღეებში ფიქსირდება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება 24 აგვისტოდან დაიწყო.
საქართველოს ეკონომიკას კვლავ ვაჭრობა ამოძრავებს – ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ციფრები, რომელთა მიხედვით ეს დარგი ბრუნვათა მოცულობით, მინიმუმ, სამჯერ და მეტჯერ აღემატება ეკონომიკის სხვა დარგებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26.4 მლნ ლარია, მაშინ როცა, სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23.3 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო „ანაგის“ მიერ, ტენდერის ფარგლებში, შეთავაზებული თანხა 22.43 მლნ ლარამდე იყო.
ტურისტულ ბიზნესსა და ტურისტების მზარდ ნაკადებზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმ მონაცემების გააზრება, თუ რამდენად მზადაა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა ტურისტების ხარისხიანად მისაღებად.
ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივნისისთვის სახელმწიფოს შიდა ვალი 2.655 მლრდ ლარს შეადგენდა, საიდანაც 2.159 მლრდ სახაზინო ფასიან ქაღალდებზე მოდიოდა.
ცოტა ხნის წინ, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა ქვეყანაში ისე მომრავლდებოდა, რომ მათი რეგულირება ავიაციის მარეგულირებელი სტრუქტურების მიერ გახდებოდა საჭირო.
საქართველოში რეგისტრირებულმა საინვესტიციო კომპანია „კრისტალ ბილდინგმა“, რომლის დამფუძნებლები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, მიწა საჯარო აუქციონზე შეიძინა.
ევროკავშირთან ექსპორტი 7 თვეში, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 33.6%-ით გაიზარდა. ამას გვამცნობს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა.
22 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა. ამის თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ სოფლის მეურნეობის შესახებ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებშია აღნიშნული.
ზაფხულის მიწურულს, შემოდგომის დასაწყისში, 50 წლის ისტორიის მქონე თბილისის მეტროს შეემატება ახალი, 23-ე, სადგური - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
ჩამოტვირთე მეტი