Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მმართველი ნინოწმინდის პანსიონში. გაიხსნება თუ არა დაწესებულების კარი - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 ივნისს


ეპისკოპოსი იაკობი პანსიონში სახალხო დამცველის შეშვების საკითხზე: ჯერ ადრეა ამაზე საუბარი

ნინოწმინდის პანსიონში ახალი დირექტორი დანიშნეს. ის ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობია. ეს ცვლილება პატრიარქის გადაწყვეტილება იყო. პატრიარქმა მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა და გაწეული შრომისთვის მადლობა გამოუცხადა.

ეპისკოპოსმა იაკობმა გუშინ ჟურნალისტებს პანსიონის კარი გაუღო, თუმცა, როგორც ის ამბობს, დაწესებულებაში სახალხო დამცველის შეშვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

წაიკითხე მეტი.

დაბრუნება საერთაშორისო დღის წესრიგში - საქართველოს შუამავლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

საქართველოს, აშშ-ისა და ევროკავშირის შუამავლობის შედეგად 12 ივნისს აზერბაიჯანის მთავრობამ გაათავისუფლა ომის დროს დატყვევებული სომხეთის 15 მოქალაქე, რომლებიც სამშობლოში საქართველოს ტერიტორიის გავლით დაბრუნდნენ. თავის მხრივ, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა აღდამის რაიონში დაფლული 97 ათასი ნაღმის განთავსების სქემა. აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებმა აღნიშნეს, რომ „ტყვეების გაცვლით“ დასრულებული წარმატებული ჰუმანიტარული პროცესი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, მისი თანაშემწის, ფილიპ რიკერის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა, და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ძალისხმევის შედეგია.

გაწეულ მედიაციაზე სიამაყით საუბრობს საქართველოს მთავრობა. „საქართველომ ძალიან აქტიური როლი შეასრულა“, - თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „პირადად ვიყავი ჩართული 24-საათიან რეჟიმში, ორივე ქვეყნის ლიდერთან მქონდა სატელეფონო საუბრები, მანამდე პირადი შეხვედრები და, რა თქმა უნდა, ვიყავით მჭიდრო კონტაქტში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, - დაამატა მან.

როგორ შეიძლება შევაფასოთ საქართველოს წარმატებული შუამავლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - როგორც თბილისის დამოუკიდებელი ინიციატივა, თუ საერთაშორისო პარტნიორების მცდელობა, დააბრუნონ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში? წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ნატოს სამიტის განცხადება: „ნატოს კარი ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის“

14 ივნისს, ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსის კარი ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის. ამასთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ, რომ მოსკოვსა და ნატოს შორის ნორმალური ურთიერთობა არ აღდგება მანამ, „სანამ რუსეთი არ აჩვენებს, რომ იცავს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს“.

სამიტის დეკლარაციის მე-14 პუნქტში ნათქვამია, რომ ალიანსი კიდევ ერთხელ უცხადებს „მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად გაიყვანოს თავისი ძალები, რომლებიც სამივე ქვეყანაში, ამ სახელმწიფოების თანხმობის გარეშე ჰყავს განთავსებული.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საოკუპაციო ხაზზე ეუთოს გენერალურ მდივანს ელოდებიან

15 ივნისს საოკუპაციო ხაზზე სოფელ ერგნეთში ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი ჩავა. ის მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში.

ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ეუთოს ინფორმაციით, გენერალური მდივანი განიხილავს საქართველოსთან მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს, ეუთოს მიერ საქართველოს მხარდაჭერას ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ვინ არის ისრაელის ახალი ლიდერი - ნაფტალი ბენეტი?

კვირას ფიცი დადო ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა, რომელიც, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, ისრაელის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობების განსახიერებაა.

ის არის მორწმუნე იუდეველი, რომელმაც მილიონები გააკეთა სეკულარულ - მაღალი ტექნოლოგიების სექტორში; მხარს უჭერს ახალშენების მოძრაობას და ცხოვრობს თელ-ავივის პრესტიჟულ გარეუბანში; ადრე იყო ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტნიორი, ახლა კი კოალიციაში შევიდა მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციაში, რომელმაც წერტილი დაუსვა ნეთანიაჰუს 12-წლიან მმართველობას.

მარტის საპარლამენტო არჩევნებში მისმა ულტრამემარჯვენე პარტია იამინამ შვიდი მანდატი მოიპოვა 120-ადგილიან ქნესეთში. ორი წლის განმავლობაში მას მეოთხედ ჰქონდა ასეთი შედეგი. მაგრამ იმით, რომ უარი თქვა, დამორჩილებოდა ნეთანიაჰუს ან მის ოპონენტებს, ბენეტი ფაქტობრივად მთავარ პოლიტიკურ ფიგურად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ერთმა თანამებრძოლმა დატოვა მისი რელიგიურ-ნაციონალისტური პარტია, ბენეტმა მაინც მოახერხა გვირგვინის მოპოვება.

წაიკითხე მეტი.

პირველი ქართველი Drag Queen-ები

2 წლის წინ მეგობრებთან ერთად პარასკევ საღამოს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში წავედით. დავსხედით მაგიდასთან და მთელი კვირის ამბების მოყოლა დავიწყეთ. შუა ლაპარაკში ვიყავით, როცა უცბად სინათლე ჩაქრა, სცენა განათდა და Jessie J სიმღერა ჩაირთო. სცენაზე ქალის ტანსაცმელში გადაცმული კაცი გამოვიდა და დრაგშოუც დაიწყო.

დრაგშოუ გეიკულტურის განუყოფელი ნაწილი და დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გართობის ფორმაა, რომლის დროსაც არტისტი ქალის ან კაცის - როგორც წესი, საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის - როლს ირგებს.

წარმოდგენისას დრაგარტისტი ან თავად მღერის, ან სიმღერას აყოლებს პირის მოძრაობას და რიტმს - სხეულს. ყველა ასეთი წარმოდგენა ძალიან მანერულია, ხაზგასმულად ფერადი, პომპეზური კოსტიუმებით ტარდება, არტისტების გრიმი კი თვალშისაცემი და მიმზიდველია. დრაგშოუს ნაწილი შეიძლება იყოს კომედიურ მონოლოგებიც და ცოცხალი გადალაპარაკებაც მაყურებელთან.

შუა საუკუნეების თეატრიდან რუპაულამდე - რა არის დრაგკულტურა და როგორ გახდნენ მისი ნაწილი ქართველი დრაგქვინები? წაიკითხე და ნახე მეტი დათო ქორიძის სტატიაში.

ალყა, იერიში და ობიექტზე კონტროლის დაბრუნება სცენარის მიხედვით - რადიო თავისუფლებამ სპეციალური ოპერაციების მებრძოლების, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისისა“ და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის ერთობლივი წვრთნა გადაიღო.

სპეცოპერაციას ამერიკელები აკვირდებოდნენ. მათივე დახმარებით დაიწერა სცენარი - კაშხლის გათავისუფლება ტერორისტებისგან. კაშხლის ეპიზოდი კიდევ უფრო მასშტაბური სწავლებების სერიის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია.

XS
SM
MD
LG