სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან თბილისის "ლუგარის ლაბორატორიაში" COVID-19-ზე ანალიზისთვის გაიგზავნა ახალგაზრდა ქალის ბიოლოგიური მასალა. მას ორი დღის წინ საკეისრო კვეთა გაუკეთეს.
„მეორე დღეს განვითარდა ცხელება, რენტგენოლოგიურად ბრონქო- პნევმონია. საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან შეთანხმებით, აღებულ იქნა მასალა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით“, - განაცხადა რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ. მისი ინფორმაციით, ჩვილის მდგომარეობა კარგია.
ორჟონიას თქმით, ახალგაზრდა ქალის ისტორიაში Covid-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტი არ იკვეთება.
14 აპრილის შუადღის მონაცემებით, ზუგდიდში კორონავირუსით დაავადებულ ერთ პაციენტს მკურნალობენ. ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტიდან იმყოფება ინფიცირებული ქალი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
13 აპრილს კლინიკიდან გაწერეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 67 წლის მამაკაცი. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და COVID-19 თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს.
კორონავირუსი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ცხოვრობს და საპატრიარქოს ერთ-ერთ ობიექტს იცავდა.
სოფელში მერის წარმომადგენლის, თამაზ ხუციშვილის განცხადებით, ინფიცირებული საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს, მანამდე კი, სამსახურში ხოვლედან დადიოდა. სოფელში ინფიცირებულთან კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე საპატრიარქოდან ინფორმაციის მიღებას ელოდება. ინფიცირების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო დაცვის სამსახურში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა სასულიერო პირს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მღვდელმსახურებაში იყო ჩართული.
COVID-19 დაუდასტურდა ბოლნისის სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია მედიასაშუალებებს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს თანახმად, ამ დაინფიცირების წყარო უცნობია და ინფიცირებულ მედპერსონალთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული მედპერსონალის კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციის რეჟიმშია გადაყვანილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ბრიფინგი.
წაიკითხეთ ასევე:
გამყრელიძე: საქართველოს ეკლესია ხელს უწყობს ერის განვითარებას, ერის ჯანმრთელობას
ამირან გამყრელიძე: მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი უნდა გაირეცხოს
რატომ გადადიან გამოჯანმრთელებული ადამიანები თვითიზოლაციაში - გამყრელიძის პასუხი
ამირან გამყრელიძე: ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ! მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ინფექცია ტრიალებს მოსახლეობაში