Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის პასუხი მხარდამჭერებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 ნოემბერს


„მოინდომეთ და მოგეცემათ“ - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე

15 ნოემბერს ბათუმში გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბანერები წარწერით „მიშა ჩამოდი“, რამაც ოპოზიციის ერთობაში დაბნეულობა გამოიწვია. აქცია პროტესტის ნიშნად პარტიების „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წევრებმა დატოვეს.

„ეს აქცია იქცა ერთი პარტიის აქციად“, - განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ბათუმში, ირაკლი კუპრაძემ.

ანალოგიური ბანერები შაბათს, თბილისში გამართულ აქციაზეც გამოჩნდა. მხარდამჭერების მოწოდებასა და კითხვებს მის დაბრუნებაზე გუშინ თავად მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. „უკაცრავად, სად მპატიჟებთ ზუსტად? მოინდომეთ და მოგეცემათ“, - ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, თუ რატომ არ ბრუნდება საქართველოში.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა 3000-ს გადააჭარბა საქართველოში. გუშინდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვს 3020 ახალი შემთხვევა შეემატა. გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი. განახლებული მონაცემები საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი, 68 წლის ექიმი, ონისე გათენაშვილი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისში სამკურნალოდ არ გაუშვა.

ახალგორის საავადმყოფოს ქირურგი, ონისე გათენაშვილი კორონავირუსით ცოტა ხნის წინ დაინფიცირდა. ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ ცხინვალელმა ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა.

წაიკითხე მეტი.

ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება აღიარა, მაგრამ კვლავაც "გაყალბებაზე" ლაპარაკობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად აღიარა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა დემოკრატმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

ბაიდენი ცხრა დღის წინ გამოცხადდა გამარჯვებულად აშშ-ის ყველა მთავარი მედიასაშუალების მიერ, მას შემდეგ, რაც, არაოფიციალური შედეგებით, მან საარჩევნო კოლეგიაში საკმარისზე მეტი ხმა დააგროვა. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი. კენჭისყრის შედეგების შემდგომმა დათვლამ კიდევ უფრო გაზარდა ბაიდენის უპირატესობა. ამჟამად მას 306 ხმა აქვს, ტრამპს კი - 232.

ტრამპმა, რომელმაც მანამდე რამდენჯერმე გამოაცხადა თავი გამარჯვებულად, კვირას გაიმეორა, რომ კენჭისყრა ბაიდენის სასარგებლოდ გააყალბეს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხეთს ვადა გაუგრძელოს ქელბაჯარის დასატოვებლად

აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხეთს ვადა გაუგრძელოს ჯარების გასაყვანად ქელბაჯარიდან. ამისთვის ბაქო ერევანს 25 ნოემბრამდე აძლევს ვადას.

ამის შესახებ 15 ნოემბერს ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმათ ჰაჯიევმა განაცხადა.

მისი სიტყვებით, ალიევი „ჰუმანიტარულ საფუძველზე“ დათანხმდა სომხეთის თხოვნას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შუამავლობის შემდეგ.

წაიკითხე მეტი.

1920: „შავი ბარონი“ და თეთრების გაქცევა ყირიმიდან

ასი წლის წინ ბოლშევიკებმა რუსეთის თეთრი არმიის უკანასკნელი შენაერთები ყირიმიდან ევროპაში განდევნეს.

ჯარისკაცებმა, ოფიცრებმა და ათასობით სამოქალაქო პირმა, ვისაც სიცოცხლის გადარჩენის სურვილი ამოძრავებდა ან არ სურდა კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრება, ზღვით დატოვა ქვეყანა. რევოლუციის შემდგომ პერიოდში რუსეთიდან 2 მილიონამდე ადამიანი წავიდა ემიგრაციაში.

თეთრი არმია, შავი ბარონი
კვლავ გვიმზადებენ სამეფო ტახტს!“ -
ნათქვამია რუსეთის სამოქალაქო ომის დროინდელ სიმღერაში.
მაგრამ ტაიგიდან ბრიტანეთის წყლებამდე,
წითელი არმია ყველაზე ძლიერია!“

ახალგაზრდა წითელმა არმიამ ბრიტანეთამდე ვერ მიაღწია. მან დასავლეთით ყველაზე შორს ვარშავის მისადგომებამდე შეძლო მისვლა 1920 წლის აგვისტოში. თუმცა „შავი ბარონი“ - პიოტრ ვრანგელი - აიძულა, შავი ზღვისკენ დაეხია, რითიც დასრულდა ევროპაში თეთრ და წითელ არმიებს შორის ბრძოლა.

წაიკითხე მეტი.

რუსული სამხედრო ბაზები .. გაყინული კონფლიქტების რეგიონებში.

საარჩევნო დარღვევების ანატომია საპროტესტო აქციის ფონზე.

ნოემბერი საქართველოში პროტესტის თვედ ყალიბდება. ხალხი არა მარტო ქუჩაში გამოვიდა, ხალხმა დარღვევებზე დაიწყო საუბარი, კონკრეტულ დარღვევებზე, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა.

როგორ მოვახერხოთ, რომ სამართლიანი იყოს ჩვენი არჩევნები?

საუბარი მიხეილ ბენიძესთან, „სამართლიანი არჩევნების" ყოფილ დირექტორთან.

XS
SM
MD
LG