ამ ფაქტებიდან ყველაზე მძიმე შედეგით დამთავრდა ავჭალის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ზედიზედ ორჯერ მომხდარი აფეთქება, რასაც, საბოლოოდ, ორი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ ოფიციალური გამოძიებისგან დამოუკიდებლად ჩაატარა გამოძიება და ნათელყო, რომ მომხდარ ფაქტებში სერიოზული ბრალი მიუძღვის თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასაც.
იუსტიციის მინისტრ როლანდ გილიგაშვილის თქმით, აუცილებლად დაისჯება რამდენიმე თანამდებობის პირი, თუმცა თავად ამ პირების ვინაობა ხმამაღლა არ დასახელებულა. მეორე მხრივ, მოსმენაზე ნათლად გამოჩნდა, რომ მხოლოდ მცირედი საკადრო ცვლილებებით ბევრი არაფერი შეიცვლება, ხოლო ვითარება გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. როგორც ნანა კაკაბაძე ამბობს, თუკი მომხდარი ფაქტების სერიოზული გამოძიება მოხდება, დამნაშავეთა წრე გაცილებით გაიზრდება და მხოლოდ ერთი კოლონიის უფროსით თუ მისი მოადგილეებით საქმე არ ამოიწურება. [ნანა კაკაბაძის ხმა] “პატიმრების ამ ქმედებას ხელი შეუწყო ადმინისტრაციის მხარდაჭერამ. ამაში რა დაინტერესება იყო – ფინანსური, ქურდული ანგარიშსწორება თუ სხვა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ როგორც ეს მკვლელობა, ისე ის აფეთქება ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.”
არაოფიციალური ინფორმაციით, კოლონიებში ნარკოტიკის გავრცელებაზე წლების განმავლობაში მუშაობენ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებსაც შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები აკონტროლებენ. თანაც, ეს არ არის დაფარული ინფორმაცია, ამის შესახებ კონკრეტული კოლონიებისა თუ მთლიანად სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობაც კარგად არის ინფორმირებული.
ისევ არაოფიციალური ინფორმაციით, ავჭალაში მომხდარი აფეთქებების კვალი სწორედ ნარკოტიკების გავრცელებამდე მიდის. პირველი აფეთქების შემდეგ, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა, კოლონიის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო. დაწესებულების უფროსმა ალეკო გზირიშვილმა სასწრაფოდ გაარემონტებინა აფეთქებული ოთახი, რომ ამით მოესპო აფეთქების კვალი. თავად გზირიშვილი საკუთარ ბრალს ვერაფერში ხედავს. “ქართველი კაცი რომ კვდება, ალბათ, ყველა ქართველმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა,” – ასეთი იყო გზირიშვილის “აღიარება”, რასაც იუსტიციის მინისტრ როლანდ გილიაშვილის შემდეგი კომენტარი მოჰყვა: [როლანდ გილიგაშვილის ხმა] “ასეთი რამე, შეიძლება, სადმე ქელეხზე თქვა…”
რეალურად, სისტემაში საქმე სახუმაროდ რომ არ არის, თუნდაც იმ ფაქტიდან გამოჩნდა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ იმ დროს შენატრა, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესრიგს კანონიერი ქურდები ამყარებდნენ. [ელენე თევდორაძის ხმა] “ამაშიც აღმოვჩნდით უსუსურები. ეს საშინელებაა, რა თქმა უნდა. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ ესეც ვერ შევძელით?”
საქმის ამდაგვარად დაყენების წინააღმდეგ რუსთავის მეორე კოლონიის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ტაბაღუამ გაილაშქრა, თუმცა მდგომარეობიდან გამოსავლის შემოთავაზება, თუ სისტემის დაფინანსების გაზრდას არ მივიღებთ მხედველობაში, ვერც ამ უკანასკნელმა შეძლო. [ვლადიმერ ტაბაღუას ხმა] “ქურდი, რომელიც მორჩილებიდან არის გამოსული, რომელიც ატერორებს დიდსა თუ პატარას, არ გამიჩერებია არასოდეს და არც ახლა გავაჩერებ. თქვენ რომ გინახავთ, აღარ არიან ის ძველი ქურდები, გადაგვარდა ყველაფერი. თუ ჩემი არ გჯერათ, აგერ არიან ქურდები და ჩაკეტეთ, თუ ჩაკეტავთ. ქურდები ყველგან არიან, როგორც შიგნით, ისე გარეთ, მგონი მთავრობასთანაც არიან შეკრული”.
ბატონ ტაბაღუას მიერ გამოთქმული ბოლო მოსაზრება იმგვარ გამოთქმათა რიგს მიეკუთვნება, რომელთა ჭეშმარიტებაში საქართველოს მოსახლეობას ყველაზე ნაკლებად ეპარება ეჭვი.