რომელიც მოითხოვდა ამ პარტიული ორგანოს რეგისტრაციის შეჩერების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ ჟვანია მისთვის უჩვეულო მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა სასამართლოს სისტემისა და პირადად ლადო ჭანტურიას მისამართით. უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, "მოქალაქეთა კავშირის" სახელით რომელი ჯგუფი მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.
უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ძალით, მხარეები (არსებითად კი, ერთი მხარე) იძულებულნი გახდნენ, დაელოდონ 27 მაისს, როცა საოლქო სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს. მოსამართლე ბადრი მეტრეველის მიერ პარასკევს გამოტანილი გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მითითებას ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის და არ ნიშნავს, რომ კომისიამ არჩევნებში არ უნდა დაუშვას “მოქალაქეთა კავშირის” სახელით წარდგენილი ის ადამიანები, რომელთა სიას ხელს ზურაბ ჟვანია აწერს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ცუდ დღეში ჩავარდა. ის მოვალეა სიათა წარდგენიდან ხუთ დღეში გადაწყვიტოს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. უმჯობესი იყო, საარჩევნო კომისიას დღემდე ემსჯელა ამ თემაზე და არ დალოდებოდა უზენაესი სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას, რითაც საქმე უფრო გაირთულა. 13 მაისამდე რაც უნდა დაადგინოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება განწირულია საიმისოდ, რომ უკმაყოფილო მხარე მას სამი დღის ვადაში ისევ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, ანუ, თუ ჟვანის ჯგუფს მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ამას გააპროტესტებს მამალაძის ჯგუფი და - პირიქით. საბოლოოდ სწორედ ამ გზით დადგინდება არჩევნებში მონაწილე სუბიექტი. იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში, ბოლო ყრილობის გადაწყვეტილებათა შეჩერების პირობებში, ამოქმედდება ყრილობამდე არსებული წესები. ეს თითქოს ნიშნავს, რომ მთავარი საბჭო, რომლის სახელითაც მოქმედებდა გელა კვარაცხელია, უფლებამოსილი იყო მოემოქმედებინა ყველაფერი, რაც აქამდე მოახერხა. ჟვანიას “მოქალაქეთა კავშირს” ამის საპირისპიროდ თავისი არგუმენტები აქვს. იურიდიული დავა, ალბათ, დიდხანს გაგრძელდება და მის ამოწურვამდე რომელიმე ჯგუფი ნამდვილად მიიღებს უფლებას, გავიდეს არჩევნებზე. არც ის არის გამორიცხული, არჩევნებზე დაშვებული “მოქალაქეთა კავშირი” 27 მაისს, საოლქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, კანონგარეშე აღმოჩნდეს. და მაინც შეიძლება ითქვას, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის. მართალია, ის იქ იურიდიულ ექსპერტიზას გაივლის, მაგრამ გადაწყვეტილების შინაარსი ნამდვილად მოახდენს გავლენას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებზე, რომლებიც “ჟვანიას მოქალაქეთა კავშირს” არჩევნებზე, მაღალი ალბათობით, არ დაუშვებენ. პარასკევს გამართულ სხდომაზე ეს არ გადაუწყვეტიათ, მაგრამ საკითხის განხილვას, რომ იტყვიან, ასეთი პირი უჩანდა.