გადაცემა საქართველოს საშუალო სკოლებში სასწავლო წლის გასრულებას ეხმიანება: ჩემი კოლეგა ეკა წამალაშვილი დაუკავშირდა რამდენიმე ცნობილ პიროვნებას და ბოლო ზართან ერთად, საერთოდ, სკოლის მოკლედ გახსენებაც სთხოვა. მისი სიუჟეტის შემდეგ კი ვიმსჯელებთ, რა პროდუქციას უშვებს დღეს საშუალო სკოლა საქართველოში, რა არის მისი არსებითი ნაკლი და როგორ შეიძლება გამოსწორდეს ის.
ამ ორიოდე დღის წინ საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი ჩამოკრეს და უკვე ყოფილი მეთერთმეტე კლასელები სკოლებიდან, როგორც ბოლო ზარის ტრადიციულ ცერემონიალზე აღნიშნავენ ხოლმე, დიდ ცხოვრებაში გაისტუმრეს.
ეს 29 მაისს მოხდა. ამ დღეს თბილისის სკოლების ეზოები სავსე იყო თეთრ ხალათებსა და წინსაფრებზე ფერად-ფერადი წარწერებით აჭრელებული გოგი- ბიჭებით. ასეთი ტრადიციით სკოლებში ბოლო ზარის დარეკვას უმცროსკლასელებიც შეხვდნენ. პირველი საშუალო სკოლის ეზოში მე მათაც გავესაუბრე და მათზე უფროსსაც, იმას, რომლისთვისაც 29 მაისის ბოლო ზარი, მართლაც, ბოლო ზარი იყო.
[მეთერთმეტეკლასელის ხმა] " თავიდან ძალიან მიხაროდა, ვოცნებობდი, როდის დავამთავრებდი სკოლას, მაგრამ ახლა სხვა განწყობა მაქვს. ალბათ, ძალიან მომენატრება სკოლა. "
მაინც, რატომ მოენატრებათ სკოლა, ამის გარკვევა იმ მოსწავლეებთან საუბრით ვცადე, რომლებისთვისაც პირველი საშუალო სკოლის ბოლო ზარი ერთ-ორ წელიწადში დაირეკება. აღმოჩნდა, რომ სკოლა და სკოლაში სიარული მათთვის უფრო მეგობრებთან შეხვედრასა და გართობას გულისხმობს, ვიდრე სწავლას.
[მოსწავლეების ხმები] " სკოლაში იმიტომ მიხარია მოსვლა, რომ მეგობრებს შევხვდე, თორემ მასწავლებლების ნახვა სულაც არ მიხარია. "
"მასწავლებლებს დიდი წვლილი მიუძღვით საგნის შეყვარებაში. საგანი რომ ბავშვს უყვარდეს, მასწავლებელზეა დამოკიდებული."
"პირველი მიზანი სკოლაში სიარულისა სწავლაა, მაგრამ მე მოვდივარ, რომ გავერთო. ისეთი მასწავლებლები არიან და მოსწავლეებიც, რომ არ არის გარემო იმისთვის, რომ ვისწავლოთ. "
"რითი ვერთობით? გინდათ, გითხრათ? ყველაზე კარგი გართობა არის ჭორაობა."
ამ ბავშვებისთვის სკოლა უფრო გართობასთან ასოცირდება, ვიდრე სწავლასთან. ისინი უკეთეს საქართველოზე ოცნებობენ და დარწმუნებულებიც არიან, რომ თავის თანატოლებთან ერთად უკეთეს მომავალს ააშენებენ. ისიც იციან, მომავალში რა გზას აირჩევენ, რა პროფესიას დაეუფლებიან, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ერთობიან, ოღონდ - უფრო სკოლაში. მეცადინეობით, სკოლის შემდეგ კერძო მასწავლებლებთან მეცადინეობენ. ამიტომ საღამოობით გართობისთვის ნაკლებად სცალიათ და ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის ცხოვრებაში ბოლო წლებში ბევრი არაფერი შეცვლილა. გავა დრო და სკოლას, სკოლის კედლებში გატარებულ წლებს ისინიც დაახლოებით ისე გაიხსენებენ, როგორც ამას ნებისმიერი ჩვენგანი იხსენებს - სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც თბილად. აი, როგორ დარჩა სკოლა და ბოლო ზარი ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, მაგრამ სრულიად განსხვავებული ადამიანების მეხსიერებაში:
[ელენე თევდორაძის ხმა] "ძალიან კარგად მახსოვს ბოლო ზარი. ეს იყო ნარევი სიხარულისა და ცრემლისა, რადგან ჩვენ ვიშლებოდით. ძალიან შეკრული კლასი მყავდა მე. თუ ვინმე მყავს, ეგრეთ წოდებული, დაქალები, ჩემი კლასელები არიან."
ელენე თევდორაძემ თბილისის 66-ე საშუალო სკოლა დაამთავრა. იხსნებს, რომ ბოლო ზარის შემდეგ კლასელებთან და პედაგოგებთან ერთად ფუნიკულიორზე ავიდა და სკოლის დამთავრება იქ აღნიშნა. მაშინ ვერ წარმოიდგენდა, თუ პოლიტიკაში მოუწევდა მოსვლა, რადგან, გერმანული ენის მასწავლებლის გავლენით, პედაგოგობა სურდა, გერმანული ენის პედაგოგობა. მერე და მერე, პედაგოგობის პერიოდში, მით უფრო მაშინ, როცა სკოლის დირექტორი იყო, ცდილობდა სკოლიდან ისე გაეცილებინა მოსწავლეები, რომ ეს დღე მათ არასოდეს დავიწყებოდათ.
თბილისის 23-ე სკოლა და ამ სკოლის ბოლო ზარი ვახტანგ რჩეულიშვილისთვისაც განსაკუთრებული მოგონებაა. სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე სკოლის მასწავლებლებიდან ფრანგული ენის მასწავლებელ ნელი ელბაქიძეს იხსენებს, რომელსაც მისთვის უთქვამს, დიდი ადამიანი გამოხვალო. მოსწავლეს მასწავლებლის ეს ნათქვამი მაშინ ძალიან გაჰკვირვებია, და აი, რატომ :
[ ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] " ნაწილს საგნებისას კარგად ვსწავლობდი, ნაწილს ცუდად. კიდევ რა მახსენდება: დასჯის მეთოდად ერთმა მასწავლებელმა მუხლებზე დაჩოქება შემოიღო და მაშინ, მახსოვს, პროტესტის ნიშნად კლასიდან გავვარდი. ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, ბავშვობაში სკოლასთან არის დაკავშირებული, მათ შორის, პირველ რიგში, მეგობრები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე მოგყვებიან. "
პოლიტიკოსობაზე არც ვახტან რჩეულიშვილს უოცნებია. საკუთარი ნებით მან ფიზიკოსობა გადაწყვიტა. დიდი ხნის წინ, მაშინ, როცა ის და მისი მეგობრები ბჭობდნენ, ვინ რა უნდა გამხდარიყო და ერთს უთქვამს, კანონიერი ქურდი უნდა გამოვიდეო, მეორეს - რაიკომის მდივანიო, გაოგნებული დარჩენილა.
ვიტალი ხაზარაძეს ახსოვს, რომ ბოლო ზარის ცერემონიალზე ის და მისი კლასელები იცინოდნენ, პედაგოგები კი ტიროდნენ. აი, როგორ იგონებს სკოლას დეპუტატი, რომელსაც კოლეგები ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ:
[ვიტალი ხაზარაძის ხმა] " მე დავამთავრე სამტრედიის რაიონში სკოლა და უნდა ვთქვა, რომ თუკი რამე არსებობს ჩემში, არა მარტო განათლების კუთხით, ჩემი პიროვნების, ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, ჩემი პედაგოგების დამსახურებაა, რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად. ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა. "
ოქროს მედალოსანმა ვიტალი ხაზარაძემ ინჟინრობა აირჩია, შემდეგ - პარტიული მუშაკობა, იყო რაიკომის მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარე, დღეს ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეა". ადამიანების ცხოვრებაშიც დრო ბევრ რამეს ცვლის, მაგრამ - სხვადასხვა მიმართულებით.
ზურაბ ყიფშიძე სკოლაში სანიმუშო მოსწავლე არ ყოფილა, იმ გაგებით, როგორც სკოლებში მოსწავლეებს აფასებდნენ, და არც სკოლიდან გაცილების ცერემონიალს დასწრებია.
[ზურაბ ყიფშიძის ხმა] "გამაგდეს სკოლიდან და სკოლა დავამთავრე ექსტერნად, მაგრამ მაინც ვგრძნობ თავს პირველსკოლელად. ბოლო ზარს ამიტომ ვერ დავესწარი. ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ ვიქცეოდი ისე კარგად. მაგრამ სკოლა არის ყველაზე კარგი, ყველაზე თბილი და ყველაზე მაგარი, რაც მე ცხოვრებაში მქონია. პროფესიაც იქ შევიძინე იმ დროს. ყველაფერი კარგი არის სკოლასთან დაკავშირებული ჩემთვის. "
მხატვრულ ფილმში "როცა აყვავდა ნუში" მთავარი როლი ზურა ყიფშიძემ 16 წლის ასაკში, სკოლის დამთავრების პერიოდში, ითამაშა და ამბობს:
[ზურაბ ყიფშიძის ხმა] "არა, არა, მე ეგეთი არ ვყოფილვარ, ფიფია იყო ეგეთი და ფიფიამ ითამაშა ეს და მე ის."
და მიანც, ზურაბ ყიფშიძე არ ფიქრობს, რომ 16 წლის ასაკში შესრულებელი როლი, რომელთან დაკავშირებითაც ასეთი განმარტების გაკეთება უწევს, მის სამსახიობო კარიერაში სერიოზული ნაბიჯი იყო. დაბოლოს, როგორ დარჩა სკოლის დამთავრების საზეიმო ცერემონია და, საერთოდ, სკოლა იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელმაც ადრე ჩეენთან საუბრისას თქვა, რომ მთელი 20 წელი საზოგადოების აზროვნებაში გარღვევის მიღწევას შეალია. ირაკლი ჩარკვიანი თავისი ბოლო ზარისა და ძველი თუ თანამედროვე ქართული სკოლის შესახებ:
[ირაკლი ჩარკვიანის ხმა] "ბოლო ზარი როგორ მახსოვს? არაფერი საინტერესო არ ყოფილა იმის გარდა, რომ მთელი ღამე ვცეკვავდით და "ვზასაობდით" გოგოები და ბიჭები. საერთოდ, სკოლა იყო ჩემთვის ტანჯვა. მე მგონი, იდიოტური სისტემა იყო აღზრდის, ახლაც იდიოტურია, მაგრამ მაშინ უარესი იყო, კომუნისტური, შებორკილი და დონე იყო ძალიან დაბალი."
შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ ახალგაზრდულ პროგრამას. ახლა გთავაზობთ ინტერვიუს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგესთან, პროგრამა "კანონიერების კულტურის" დირექტორთან გიგი თევზაძესთან. ჩვენი საუბარი საქართველოს საშუალო სკოლის პრობლემებს შეეხება.