დედა ტერეზაზე გესაუბრებით - ქალზე, რომლის საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება უშურველი ქველმოქმედების საუკეთესო მაგალითად გამოდგება; ადამიანზე, რომელსაც მიაჩნდა, რომ, მართალია, ის სიკეთე, რაც დღეს გააკეთე, ხვალ შეიძლება დავიწყებას მიეცეს, მაგრამ სიკეთე მაინც ყოველთვის უნდა აკეთო; ქალზე, რომლის სახელიც მსოფლიოს ყველა უქონელმა და გაჭირვებულმა იცოდა. რა აკავშირებდა დედა ტერეზას საქართველოსთან?
არ გამართლდა პროგნოზი, რომ დედა ტერეზას გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დაწყებული საქმე შეჩერდებოდა. დღეს დედა ტერეზას 300 ათასი მოწყალების და უპოვარებს მსოფლიოს 80 ქვეყანაში უმსუბუქებს ცხოვრების სიმძიმეს.
აგნესა გონჯა ბოიაჯიუ - ასე ჟღერს დედა ტერეზას საერო სახელი - 1910 წლის 26 აგვისტოს დაიბადა სკოპიეში, ალბანელი მემწვანილის ოჯახში. 18 წლის ასაკში მისიონერული ორდენის წევრი გახდა და ინდოეთში გაემგზავრა. 1948 წლიდან იგი კალკუტის უღარიბეს რაიონებში დასნეულებულ ადამიანებს უვლის. თავდაპირველად - მარტო. ნელ-ნელა მას სხვებიც შეუერთდნენ. მომაკვდავთა სახლში სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში სნეულები სიყვარულითა და ყურადღებით იყვნენ გარემოსილნი. თეთრ, უბრალო სარიში გამოწყობილი მონაზვნის ამბავი მალე არა მხოლოდ მთელმა ინდოეთმა, არამედ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. დედა ტერეზას თავშესაფრები ინდოეთში ტურისტთა მარშრუტებშიც კი შევიდა. გადმოცემით, ერთ-ერთმა დასავლელმა ჟურნალისტმა, რომელიც თვალყურს ადევნებდა, როგორ უვლიდა დედა ტერეზა უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, უთხრა: ამას მილიონადაც ვერ გავაკეთებო. " მილიონად ვერც მე გავაკეთებ. ამის გაკეთება მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი," - ასეთი ყოფილა დედა ტერეზას პასუხი.
1997 წელს დედა ტერეზა ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოეს. დაჯილდოების ცერემონიალზე იგი იმავე თეთრ სარიში იყო გამოწყობილი, რომელიც ორდენის დაარსების დღეს ეცვა. რამდენიმე დღის წინ, 19 ოქტომბერს, ვატიკანმა დედა ტერეზა წმინდანად შერაცხა.
დედა ტერეზას შესახებ უამრავი წიგნი და სტატიაა დაწერილი. გადაღებულია ფილმები. მორის ბეჟარმა ბალეტიც კი დადგა, სახელწოდებით "დედა ტერეზა და მსოფლიოს ბავშვები."
ერთ-ერთი ფილმი - დები პიტრის გადაღებული"დედა ტერეზა" - 1989 წელს საქართველოში გამართული ფესტივალის, "ოქროს საწმისის", მთავარი ჯილდოთი აღინიშნა. 1989 წელს დედა ტერეზა თბილისში ჩამოვიდა და თავისი ორდენი საქართველოშიც გახსნა.
ჩემს დღევანდელ რესპონდენტს, მოსკოვში მოღვაწე რეჟისორ თამარ დულარიძეს, დიდი წვლილი მიუძღვის დედა ტერეზას თბილისში ჩამოყვანაში.
[ თამარ ჩიქოვანის ხმა] ქალბატონო თამარ, იქნებ რამდენიმე სიტყვით დები პიტრის ფილმზე მოგვითხროთ?
[ თამარ დულარიძის ხმა] " დები პიტრი დედა ტერეზას 10 წელი დასდევდნენ და 5 წელი იღებდნენ ამ ფილმს. და მერე ამ უზარმაზარი მასალიდან - მათ ჰქონდათ, თუ არ მეშლება, 80 ათასი მეტრი გადაღებული - ამოარჩიეს და დაამონტაჟეს ეს მშვენიერი ფილმი. პირველი კადრია, დედა ტერეზა ქუჩაში მწოლიარე დაავადებულისკენ როგორ იხრება. და ისე აღვიქვამთ ჩვენ, თითქოს ანგელოზის ფრთები იშლება."
[ თამარ ჩიქოვანის ხმა] და მაინც, როგორი იყო ახლოდან დანახული დედა ტერეზა?
[ თამარ დულარიძის ხმა] " ძალიან პატარა იყო. ძლივს მწვდებოდა მხრებამდე - მე არა ვარ ძალიან მაღალი. არც კი ვიცი, მეტრნახევარი თუ იქნებოდა სიმაღლით. და ამ დროს, ის, რაც კავკასიაში ძალიან გავრცელებულია, - ეგეც ხომ მთიულია, ალბანელი, სკოპიედან, - დიდი სახე ჰქონდა, მსხვილი თვალები, ცხვირი, ყურები...იყო ძალიან მხიარული - აი, რომ ამბობენ, ბერ-მონაზვნური მხიარულება სულისო. იყო ძალიან საყვარელი, ძალიან - შენი"
[თამარ ჩიქოვანის ხმა] ვიცი, რომ თქვენ დიდი როლი ითამაშეთ დედა ტერეზას თბილისში ჩამოყვანაში...
[ თამარ დულარიძის ხმა] " დედა ტერეზას აქ ჩამოყვანაში ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ჰენრი ბოროვიკს. მაშინ ის მშვიდობის ფონდის თავმჯდომარე იყო და ძლიან ადვილად დასთანხმდა ჩვენს შეთავაზებას. დებ პიტრებს რასაც ვაძლევდით საჩუქრად, ამბობდნენ - ეს დედა ტერეზასო. მოგეხსენებათ, მოსკოველ ქართველს რა ექნება სასაჩუქროდ - ქართული მინანქარი და ჰამლეტ გონაშვილის ფირფიტა. რომ ჩაუტანეს, იქიდან დაგვირეკეს. დედა ტერეზას არასოდეს უნახავს კინო, მაგრამ მუსიკას უსმენდა. და დაუკრეს ეს ფირფიტა. თუ გახსოვთ, პირველი იქ არის ურმული. პირველი რომ დავუკარით, ატირდაო, მოითხოვა კიდევ...მერე უთქვამს, იქნებ გაიგოთ, რომელ ეკლესიაში გალობს ეს კაციო. ეჭვი არ შეპარვია, რომ ურმული არის საეკლესიო და რომ ამის გალობა შეიძლება მარტო ეკლესიაში. უკითხავს, ეს ქვეყანა სად არისო. რომ უთხრეს, საქართველოაო და რუკაზეც უჩვენეს, თქვა: იქ ვერასოდეს მოვხვდებიო. აი, აქ დავიწყეთ ჩვენ ის, რასაც თბილისში "ჩალიჩი" ჰქვია."
"ჩალიჩმა" გაამართლა: დედა ტერეზა თბილისში ჩამოვიდა. მისი მოწყალების დები წლების მანძილზე მუშაობენ საქართველოში - საქართველოში, სადაც, სამწუხაროდ, იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც დახმარება სჭირდება, ბოლო წლებში კატასტროფულად გაიზარდა.