Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბაკიევს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი ჩამოართვეს


პრეზიდენტი ბაკიევი მიტინგზე თავის მხარდამჭერებს ესალმება
პრეზიდენტი ბაკიევი მიტინგზე თავის მხარდამჭერებს ესალმება
ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ პრეზიდენტ ბაკიევს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი ჩამოართვა. დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აზიმბეკ ბეკნაზაროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყურმანბეკ ბაკიევს დააპატიმრებენ, თუ დღეს ის ბიშკეკში არ დაბრუნდება და მოსახლეობას სამოქალაქო ომისკენ კვლავ მოუწოდებს. ბეკნაზაროვის თქმით, ბაკიევის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, რომელი მუხლით, მას არ განუმარტავს. დღესვე ბიშკეკის სასამართლომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ძმის და უფროსი ვაჟის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის დაპატიმრების სანქცია გასცა. ძებნილად გამოცხადებულ ამ პირებს შვიდ აპრილს, ბიშკეკში დემონსტრანტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.

პრეზიდენტი ბაკიევი კვლავ ყირგიზეთის სამხრეთით იმყოფება. დღეს ქალაქ ჯალალაბადის ცენტრალურ მოედანზე მისი 5 ათასამდე მხარდამჭერი შეიკრიბა. მიტინგის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას ყურმანბეკ ბაკიევმა განაცხადა, რომ მზად არის დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა, რაიმე წინაპირობა არ დაუსახელებია
XS
SM
MD
LG