Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძალა ერთობაშია" ცესკოს ადანაშაულებს "ქართული ოცნების" დავალების შესრულებაში


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია(ცესკო) დაადანაშაულა უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში. ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კენჭს იყრის "ნაციონალური მოძრაობის" სახელით. ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ცესკო-ს 28 სექტემბერს მიმართეს, რომ გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ეყარა „ძალა ერთობაშია“-ს სახელით, რაზეც ორი დღის წინ უარი მიიღეს. „მაგალითად, ექვს საარჩევნო ოლქში, სადაც თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას „ძალა ერთობაშია“-ს სახელით, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატზე რომ დაწერილიყო იგივე სახელი, ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა“, - განაცხადა ვაშაძემ. მისი შეფასებით, ცესკო-მ „ქართული ოცნების“ დავალება შეასრულა. გიორგი ვაშაძის თქმით, აბსურდი იქამდე მიდის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ამ მოთხოვნას, ხოლო ყველა დანარჩენმა წევრმა, რომლებსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, უარი თქვა. „ძალა ერთობაშია“ ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG