Accessibility links

site logo site logo

დაკავებულები "დამალული რუკის" საქმეზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 ოქტომბერს


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას აქცია მოჰყვა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებული კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა საქართველოს პროკურატურასთან. საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას სხვადასხვა პარტიის წევრები აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლებამ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის კიდევ ერთხელ გაწირა ორი უდანაშაულო ადამიანი. დაკავებას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით ივერი მელაშვილის დაკავებით ხელისუფლება დღეს არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

პროკურატურის ინფორმაციით „ბრალდებულებს ევალებოდათ შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წ) რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბრძოლები მთიანი ყარაბაღში

7 ოქტომბერს მთიანი ყარაბაღის გარშემო ინტენსიური ბრძოლები გრძელდებოდა.

გუშინ ერევანი აცხადებდა, რომ სეპარატისტების სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა არმიამ უკუაგდო აზერბაიჯანის მიერ მიტანილი მასშტაბური იერიში მის პოზიციებზე "კონტაქტის ხაზზე", მთიანი ყარაბაღის უკიდურეს სამხრეთში მდებარე მონაკვეთში. ირანის მოსაზღვრე ეს მონაკვეთი ბოლო დღეეებში ბრძოლის ეპიცენტრი იყო.

საომარმა მოქმედებებმა კომპანია bp აიძულა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის თანამშრომლების უსაფრთხოება გაეძლიერებინა. ამის მიზეზი აზერბაიჯანის პროკურატურის გუშინწინდელი განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვას. სომხეთმა ეს ინფორმაცია უარყო.

წაიკითხე მეტი.

Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები აჭარაში იკლებს, თბილისში იმატებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 7 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირებულთა 508 ახალი გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა კვლავ აჭარიდანააა, თუმცა პროცენტურლი რაოდენობა საერთო რაოდენობიდან აჭარაში იკლებს და თბილიში იმატებს. დედაქალაქში 22%-იანი მატებაა და გუშინდელი მონაცემებით 111 ახალი შემტხვევაა გამოვლენილი. 7 სექტემბერს 5 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 63-მდე გაიზარდა.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო პრეპარატ "რემდესივირის" შეისყიდის. მისი თქმით მედიკამენტს მხოლოდ მძიმე პაციენტებზე გამოიყენებენ.

წაიკითხე მეტი.

დღეს საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი გაიმართება

დღეს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს შეხვდებიან. საქართველოს ნაკრები შეხვედრას ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადება ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა „დინამოარენაზე“ გუშინ გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

ჩაკვეტაძე, რამდენიმე დღეა, თბილისშია და ოქტომბრის სანაკრებო თამაშებისთვის ნაკრებთან ერთად ემზადება, მაგრამ ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და მისი ბელარუსთან თამაშიც ამის გამო გამოირიცხა. ვაისის სიტყვებით, გიორგი რამდენიმე დღე დაისვენებს და, სავარაუდოდ, შემდეგ თამაშში მიიღებს მოაწილეობას.

დღევანდელი თამაში საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებობის ისტორიაში. ბელარუსის ძლევის შემთხვევაში გუნდი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალის საგზურს მოიპოვებს და გადამწყვეტ მატჩსაც თბილისში გამართავს 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასა ან კოსოვოსთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კახეთის შესყიდვებში კორუფციის ნიშნები დაინახა

არასამთავრობო ორგნიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. საუბარია ბოლო 7 წლის პერიოდზე. ორგანიზაციის თანახმად, ზოგ შემთხვევაში ტენდერებში იმარჯვებენ კომპანიები, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვთ. უფრო მეტიც, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების უკან მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირები დგანან, რაც “გამჭვირვალობის” შეფასებით, კორუფციის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

„გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კვლევისას სულ 51 შპს-სა და 7 ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობა შეისწავლეს. 7 წლის განმავლობაში მათ, ჯამში, 167 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს. სხვა შემთხვევებთან ერთად კვლევაში მოყვანილია თელავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ქოჩიშვილის, ყოფილი კომპანიის საქმიანობა. ეს არის შპს “აქვა ენერჯი +” . კომპანიამ 2015-2019 წლებში 17 ტენდერი მოიგო, პროექტების ღირებულება კი 1 მილიონ 700 ათასი ლარია.

წაიკითხე მეტი.

სახელმწიფოს ბიუჯეტი კორონას ჩრდილში - რა შემოვა და რას დავხარჯავთ

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები და ყველაფერი კორონავირუსის მომავალ ქცევაზე თუ ვაქცინის მოსწრებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტში არც ის ზიანია გათვალისწინებული, რაც კორონავირუსმა უკვე მოუტანა საქართველოს ეკონომიკას. მათთვის ამაზე საგადასახადო შემოსავლების ოპტიმისტური დაგეგმვაც მიუთითებს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტის პროექტში ხელისუფლებას არც "ქამრების შემოჭერაზე" უფიქრია.

სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს კორონამდელ პერიოდზე უფრო მაღალი შემოსავლის - 11 მილიარდ 285 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს (შემოსულობები სულ დაახლოებით 14 მილიარდ 760 მილიონი ლარია) . 2019 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია მოლოდინი საგადასახადო შემოსავლების ნაწილშიც და 10 მილიარდ 450 მილიონი ლარის მიღება იგეგმება. კიდევ რა წერია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში და რას აკრიტიკებენ ხელისუფლების ოპონენტები, წაიკითხე მეტი აქ.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ახალი მკაცრი ზომები დააწესა COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად; კვლევით დადგინდა, რომ დაავადებულთათვის გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმის გადასხმა სამკურნალო ეფექტს არ იძლევა; აშშ-ის პრეზიდენტისთვის დაამტკიცეს ექსპერიმენტული მკურნალობა ანტისხეულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG