განცხადების თანახმად, წითელ ჯვარს უკვე გადასცეს მძევლის ცხედარი, რომელიც მოგვიანებით ღაზის სექტორში განლაგებულ ისრაელის არმიას გადაეცემა. დღემდე ღაზაში კვლავ რჩებოდა სამი მძევლის ცხედრები.
ისრაელმა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო საომარ მოქმედებებს პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ემსხვერპლა 67 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირები. ამ მონაცემს გაერო სანდოდ მიიჩნევს.
ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, სხვა პირობებთან ერთად, პალესტინელთა შეიარაღებულ ჯგუფებს ისრაელისთვის უნდა გადაეცათ მძევლები და ისრაელს უნდა გაეთავისუფლებინა საპატიმროებში მყოფი პალესტინელები.
ფორუმი