აშშ-ის პრეზიდენტმა” დონალდ ტრამპმა 1 მარტს თავის ვიდეომიმართვაში პირობა დადო, რომ შურს იძიებდა ირანის წინააღმდეგ ომის დროს სამი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვისთვის და აღიარა, რომ მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ მეტი იქნება.
„სამწუხაროდ, მის დასრულებამდე, სავარაუდოდ, მეტი იქნება... ამერიკა შურს იძიებს მათი სიკვდილისთვის...“, - თქვა ტრამპმა, რომელმაც მოუწოდა ირანელებს, აჯანყდნენ ისლამური რესპუბლიკის დასამხობად, ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმების დროს მოკლეს უზენაესი მმართველი, აიათოლა ალი ხამენეი.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის გასულ კვირებში ბირთვულ სფეროში ბოლო მოლაპარაკებებზე შუამავლობას სწევდა, განაცხადა, რომ „დიპლომატიის კარი ღია რჩება.“
გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომები“ მიიღონ და დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები.
1 მარტს ევროკავშირის 27 ქვეყანამ მოწოდება გამოთქვა „მაქსიმალური თავშეკავებისა“ და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემისკენ ირანის კონფლიქტსა და მთელ ახლო აღმოსავლეთში, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
ფორუმი