Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ბეირუთში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში.
ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ბეირუთში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში.

აშშ-ის საელჩო ლიბანში: ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა უნივერსიტეტები ამოიღონ მიზანში - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

10:59 10.3.2026

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევას ულოცავს.

09:55 10.3.2026

ნავთობის გაზრდილი ფასების შესამცირებლად აშშ ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებს მოუხსნის ზოგიერთ ქვეყანას, სანამ სიტუაცია ისევ სტაბილური არ გახდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა 9 მარტს, ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. სანქცირებულებს შორის რუსეთიცაა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.

09:19 10.3.2026

ავსტრალიის მთავრობამ ჰუმანიტარული ვიზა მისცა ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთ წევრს, რომლებმაც საწვრთნელი ბაზა 9 მარტს დატოვეს და თავშესაფარი ითხოვეს.

ავსტრალიის მთავრობამ ირანელი სპორტსმენებისთვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილება 10 მარტს გამოაცხადა.

21:27 9.3.2026

ავსტრალიაში მცხოვრებმა ირანელებმა მოითხოვეს ფეხბურთელი ქალების დაცვა.

ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშეებმა აზიის თასის გათამაშების პირველ მატჩში არ ისურვეს ისლამური რესპუბლიკის ჰიმნის შესრულება.

ამის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ სპორტსმენ ქალებზე იყო ზეწოლა და მუქარა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG