რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ "სქემების" მონაცემებით, გირაო შეიტანა ათმა პირმა, სხვადასხვა ოდენობის თანხებით. მათ შორისაა "ბატკივშჩინის" წევრი დეპუტატი, კონსტანტინ ბონდარევი, რომელსაც პარტიის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებელს უწოდებენ.
უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების თანახმად ტიმოშენკო ეჭვმიტანილია უმაღლესი რადის დეპუტატების მოსყიდვაში, კენჭისყრებზე გარკვეული კანონპროექტების მისაღებად ან უარსაყოფად. თავად პოლიტიკოსი ამ საქმეს "მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურს" უწოდებს და ბრალდებებს უარყოფს.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შედგებოდა უკრაინის პარლამენტის მოქმედი წევრებისგან, რომლებიც „სისტემატურად იღებდნენ ქრთამს უკრაინის უმაღლეს რადაში ხმის მიცემისთვის“. ანტიკორუფციული პროკურატურის მტკიცებით, ქრთამის ოდენობა დამოკიდებული იყო „ხმის მიცემის ეფექტურობის ინდიკატორზე“ და 2000 აშშ დოლარიდან 20 000 აშშ დოლარამდე მერყეობდა.
ფორუმი