Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუნიტი ექსტრემისტები ირანის წინააღმდეგ?


თავდასხმა ირანის პარლამენტზე
თავდასხმა ირანის პარლამენტზე

ირანიდან გავრცელებული ცნობებით, 12 ადამიანი დაიღუპა თეირანში ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე 7 ივნისს მოწყობილი ორი თავდასხმისას. ნათელი არ არის, არიან თუ არა თავდამსხმელებიც 12 დაღუპულს შორის.

სუნიტი ექსტრემისტები ირანის წინააღმდეგ?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:37 0:00
გადმოწერა

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ”. ეს კი ნიშნავს, რომსუნიტი ექსტრემისტების ჯგუფმა პირველად გამოაცხადაძირითადად შიიტებით დასახლებულ ირანში თავდასხმების მოწყობის შესახებ. იერიშები დილას განხორციელდა. ირანის საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირ ჰოსეინ კოლივანდი აცხადებს, რომ დაიჭრა 39 ადამიანი.

ოფიციალური პირების ცნობით, ქალებად გადაცმული და კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული თავდამსხმელები მთავარი შესასვლელით მოხვდნენ პარლამენტის შენობაში.

აი, რა უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს-ტიმას“ კორესპონდენტს ერთ-ერთმა თვითმხილველმა: „აქ ვიდექით და გავიგეთ, რომ პოლიციელებმა თქვეს, ხუთი ადამიანი შევიდა პარლამენტში და სროლა დაიწყოო. ერთ-ერთი ჩვენც დავინახეთ, როგორ მოხვდა ტყვია გულ-მკერდის არეში. ის ეტლში დასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ხალხი ამბობს, რომ ამას „ისლამური სახელმწიფო“ აკეთებს. ყველა სხვადასხვა რაღაცას ამბობს. არ ვიცი, ვინ დგას თავდასხმის უკან“.

ირანის პარლამენტთან
ირანის პარლამენტთან

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოჰამად ჰოსეინ ზოლფაღარის ინფორმაციით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ ავრცელებს, ერთი მოიერიშე სამართალდამცველებმა მოკლეს, ერთმა კი თავი აიფეთქა.

დაპირისპირება დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და ოთხი თავდამსხმელის სიკვდილით დასრულდა. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის მონაწილეებმა მძევლები აიყვანეს.

დღის მეორე ნახევარში ვითარება განიმუხტა აიათოლა ხომეინის მავზოლეუმშიც. დილას იქაც რამდენიმე თავდამსმხელი შეიჭრა და ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა. როგორც იუწყებიან, დაკავებულია სამი კაცი. ვარაუდობენ, რომ ორი იერიში, რომელთაც ირანის დაზვერვის სამინისტრო „ტერორისტული ჯგუფების მიერ“ მოწყობილს უწოდებს, კოორდინირებული იყო.

თავდასხმებზე გამოხმაურებისას რუსეთმა გამოთქვა შეფასება, რომ ტერაქტების სერიის გაგრძელება კიდევ ერთხელ ცხადყოფს ტერორისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებული ზომების საჭიროებას. თეირანში მოწყობილი თავდასხმები დაგმო საფრანგეთის საგარეო უწყებამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG