Accessibility links

საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და გაერთიანებული საამიროები ყატართან ურთიერთობას წყვეტენ


ყატარის დედაქალაქი დოჰა

ოთხმა არაბულმა ქვეყანამ გაწყვიტა, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს ყატართან. მათ მიზეზად მოიტანეს ამ ქვეყნის მიერ, სავარაუდოდ, ისლამისტური ჯგუფების მხარდაჭერა და ახლო ურთიერთობა ირანთან. საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეთანხმებულად გამოაცხადეს 5 ივნისს, რომ ყატარიდან გაჰყავთ თავიანთი დიპლომატები და წყვეტენ კონტაქტებს ამ ქვეყანასთან, რითაც გაზით მდიდარი სახელმწიფო, სადაც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ბაზაა განთავსებული, იზოლაციაში მოექცევა. ეს ქვეყანა 2022 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობს. სპარსეთის ყურის პირა ქვეყნები თვლიან, რომ ყატარი ირანთან არის დაახლოებული და ახლო კონტაქტები აქვს ისლამისტურ მოძრაობებთან, როგორიცაა „მუსლიმთა საძმო“, რომელსაც მმართველი ოჯახები რეგიონში საფრთხედ განიხილავენ. საუდის არაბეთმაც გამოაცხადა, რომ კეტავს საზღვრებს ყატართან, რითაც ეს ქვეყანა მოსწყდება არაბეთის ნახევარკუნძულის დანარჩენ ნაწილს. ერ-რიადი ყატარს ადანაშაულებს, რომ მხარს უჭერს „ტერორისტულ ჯგუფებს“, როგორებიც არიან „მუსლიმთა საძმო“, „ისლამური სახელმწიფო“და „ალ-ყაიდა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG