რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირთა საქმის არსებითი განხილვა, რომლის დროსაც მოწმეების დაკითხვა უნდა დაწყებულიყო, გადაიდო.
ზუგდიდის გამგეობაში რეორგანიზაცია გრძელდება. ატესტაციის შედეგად თანამდებობიდან უკვე გათავისუფლდა 28 საჯარო მოსამსახურე, მათ შორის 11 გამგებლის წარმომადგენელი ზუგდიდის სოფლებში და გამგეობის ააიპ-ების თანამშრომლები.
ბრალდებულის, როგორც ძებნილის, ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. საქმის განხილვის პროცესს, რომელიც ოქტომბრიდან მიმდინარეობდა, ზუგდიდის სასამართლოში ესწრებოდნენ გარდაცვლილის დედა და ცოლი.
რვაწლიანი წყვეტის შემდეგ ენგურის ხიდზე სამგზავრო მიკროავტობუსის აღდგენას მოსახლეობა პოზიტიურად შეხვდა. როგორც გალელებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, მათი მგზავრობა უფრო კომფორტული გახდა, განსაკუთრებით კი გაახარათ იმ ფაქტმა, რომ მომსახურება უფასოა.
ზუგდიდის თემის გამგეობაში რეორგანიზაცია იწყება. გამგებელ ლაშა გოგიას მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა. ცვლილების თანახმად, გამგეობის სამსახურების ნაწილი გაუქმდება ან გაიყოფა, ზოგიერთი კი სხვა სამსახურს შეერწყმება.
ჯვარი-მესტიის გზის ხაიშის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავს ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი მესტიაში მცხოვრები 54 წლის მამაკაცია.
სამსახურიდან დაითხოვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-ზე მეტი თანამშრომელი.
ზუგდიდის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტები არ შეფერხდება.
ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფმა გადაღების პროცესი უკვე დაასრულა ფოთსა და მარტვილში, სცენების დიდი ნაწილი კი ზუგდიდში დაიდგა.
ზუგდიდში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ გამართული 16-დღიანი კამპანია დასრულდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
ადმინისტრაციულ საზღვარზე - განსაკუთრებით კი, ე.წ. დაბალ ზონაში - გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არახალია მგზავრებისთვის.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გრძელდება პარლამენტის არჩევნებისას სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევაში ბრალდებულთა საქმის განხილვა. ამჯერად მანუჩარ გაბეჩავას წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნამ და არასტაბილურობამ მოსახლეობაში უკმაყოფილების განცდა გააჩინა.
„რესპუბლიკელების“ დაშლის შესახებ განცხადება საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო კომისიაში უკვე შევიდა.
მსოფლიოს მასშტაბით გაეროს ინიციატივით მიმდინარე აქციის სლოგანია „გავხადოთ სამყარო ნარინჯისფერი“. აქციის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა და მისი მობილიზება ქალებზე ძალადობის საკითხებზე.
ქალაქ ზუგდიდის და მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს. საკრებულოების საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებმა უკვე გამართეს პირველი სამუშაო შეხვედრა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესასწავლად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბენეფიციარებისთვის სოციალური სერვისების მიწოდების ეფექტურობის გაუმჯობესებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების ნაცვლად ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, სოციალურ სტრატეგიას ამუშავებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობით ჩამოყალიბებულმა სამოქმედო გეგმამ სამომავლოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა შეამციროს სახელმწიფოზე დამოკიდებულთა რაოდენობა, გააძლიეროს მოქალაქეები, რათა მათ იპოვონ საკუთარი ფუნქცია და ადგილი საზოგადოებაში.
ქალაქის საკრებულოს პარალელურად მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყო თემშიც. ამასთან, საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებიც შეიტანა.
ჩამოტვირთე მეტი