ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
უკრაინასთან ომის მომხრე რუსი მწერლის, ზახარ პრილეპინის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულ პირს, ალექსანდრ პერმიაკოვს, 8 მაისს რუსეთის სასამართლომ ორი თვით მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. მას ბრალი ედება ტერორისტული აქტის მოწყობასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ გადატანაში.
სულ მცირე, 1000 კილომეტრზე გადაჭიმულ უკრაინის ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კვლავინდებურად ქალაქ ბახმუტის მიმართულებაზეა შექმნილი.
22 აპრილს უკრაინაში მებრძოლ ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უცხოელ მოხალისეთა დანაყოფ „ქართულ ლეგიონს“ დაარსების მე-9 წლისთავი შეუსრულდა. სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გაწევრიანდა „ქართულ ლეგიონში“ კობა ხაბაზი.
22 აპრილს უკრაინაში მებრძოლ ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უცხოელ მოხალისეთა დანაყოფ „ქართულ ლეგიონს“ დაარსების მე-9 წლისთავი შეუსრულდა.
უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა უარყო და რუსეთის მხრიდან გავრცელებული მორიგი „ფეიკი“ უწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობას, რომლის თანახმად, „ისკანდერის“ კომპლექსიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ქალაქ კონსტანტინოვკაში „ქართული ლეგიონის“ 60 მებრძოლი განადგურდა.
სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების მცხოვრებლებს, ისევე როგორც მთელ ქვეყანას, ტელევიზიით ყოველდღიურად უჩვენებენ გაუთავებელ პოლიტიკურ ტოქშოუებს უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ.
რუსეთის არმიის დაბომბვების შედეგად ლამის საძირკვლამდე დანგრეულ მარიუპოლის "სწრაფი ტემპებით" "წარმატებული აღდგენის" შესახებ საუბრისას რუსული მედია აჩვენებს ოკუპირებულ ქალაქის ახლად აშენებულ სახლებში გახარებული მოსახლეობის დაბრუნებას, თუმცა რეალობა სხვაგვარია.
უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა მშვიდად შეხვდა კრემლის მიერ პოსტფაქტუმ გავრცელებულ ცნობას, რომ 17 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში ჩავიდა და სამეთაურო შემადგენლობასთან ოპერატიული თათბირები ჩაატარა.
სუდანში ღია სამოქალაქო ომში გადაიზარდა დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ლიდერებს, გენერალ აბდელ ფატახ ალ-ბურჰანსა და გენერალ მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის, რომლებიც ცოტა ხნის წინ თანამებრძოლები იყვნენ.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 14 აპრილს საბრძოლო მოქმედების შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა. ეს იყო შოკი რუსეთისთვის და დიდი წარმატება უკრაინისთვის.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ, სამი წაკითხვით დაამტკიცა შესწორებები „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომელიც პირველად აძლევს უფლებას რუსეთის მოქალაქეს, 18 წლის ასაკში, საშუალო სკოლის დასრულებისთანავე, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ჩაირიცხოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.
უკრაინის სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში აშშ-ის დაზვერვის საბუთების გაჟონვას მშვიდად შეხვდნენ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი გასული წლის აგვისტოში რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე საიდუმლო შვებულებაში იმყოფებოდა.
მარტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დაკარგულად და გარდაცვლილად ცნობის ვადის შეცვლას ითვალისწინებს.
უკრაინაში გაჩაღებულ ომში გასაგზავნად რუსეთის ციხე-კოლონიებში მყოფი პატიმრების რეკრუტირებას როდესაც იწყებდა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი არ მალავდა, რომ იგი, პირველ ყოვლისა, „მკვლელებითა და მძარცველებით იყო დაინტერესებული“.
2022 წლის ბოლოს, უკრაინელმა კინორეჟისორმა, ლიუბომირ ლევიცკიმ, გადაიღო დოკუმენტური ფილმი სათაურით „გამომყევი“, („Иди за мной"), რომელშიც დრონის საშუალებით რუსი სამხედროების ალყიდან უკრაინელი ცოლ-ქმრის გადარჩენის ამბავია მოთხრობილი.
ქალაქი ბახმუტი და მისგან 20 კილომეტრით დაშორებული ქალაქი ავდეევკა, მრავალი თვის განმავლობაში რუსეთის ძალების მხრიდან განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ იმყოფება. ავდეევკა „პოსტაპოკალიპტურ ფილმებში ნაჩვენებ“ დასახლებულ პუნქტს შეადარა ფრონტისპირა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვიტალი ბარაბაშმა.
იმ ფონზე, რაც უფრო აქტიური ხდება საბრძოლო მოქმედება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე, იზრდება ასევე მოთხოვნილება საარტილერიო ჭურვებზე, რომლებსაც მოწინააღმდეგეები დიდი რაოდენობით უშენენ ერთმანეთის პოზიციებს.
მაშინ, როდესაც უკრაინელი ტანკისტები თანამედროვე დასავლურ ტანკებს და სხვა შეიარაღებას ითვისებენ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში განცდილი დიდი დანაკარგის შესავსებად, იძულებული ხდება საცავებიდან გამოიტანოს დასაწყობებული ტანკები, რომლებსაც რუსეთში „ბაბუის კონსერვებს“ უწოდებენ.
აქამდე უცნობმა პარტიზანულმა მოძრაობა „შავმა ხიდმა“ (Черный мост) აიღო პასუხისმგებლობა 16 მარტს დონის როსტოვში „ეფესბეს“ სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს შენობაში მომხდარ აფეთქებასა და ხანძარზე, რასაც ბოლო მონაცემებით 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ჩამოტვირთე მეტი