ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
„ძალა ლომისა, აღმაფრენა შევარდნისა“ - ასეთი დევიზი შეირჩა საქართველოში 100 წლის წინ შექმნილი სპორტსაზოგადოებისათვის, რომელსაც ორ წელიწადში უკვე 10 ათასამდე წევრი ჰყავდა.
არც მეტი და არც ნაკლები - სილამაზე და სიკეთე იყო იდეალები მოძრაობისა, რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ათასობით ადამიანი მიიზიდა ჯერ პრაღასა და მიმდებარე რეგიონებში, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა, საქართველოს ჩათვლით.
„თუ ჩვენ არ ვივლით წინ ამ შეთანხმებისკენ, არავინ იცის, ამას რა შედეგები მოჰყვება. ეს შესაძლოა იყო გზა ღრმა და სერიოზული გაურკვევლობისაკენ, მაშინ როცა ბრიტანელ ხალხს სურს, რომ ჩვენ ბოლო მოვუღოთ ამ გაურკვევლობას“, - განაცხადა ტერეზა მეიმ 15 ნოემბერს პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ.
ჩეხეთის ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის გადადგომა მის შვილთან დაკავშირებული სკანდალის გამო.
როგორ უნდა იმოქმედოს ნატომ, თუ მის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განხორციელდა? როგორ უნდა შესრულდეს ალიანსის ხელშეკრულების სახელგანთქმული მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულება, რომ ნატოს ყველა დანარჩენი წევრი მხარში უნდა ამოუდგეს აგრესიის სამიზნედ ქცეულ ქვეყანას?
წარმოსახული აგრესიის შესაკავებლად ნატომ ნორვეგიის ნაპირებთან თავი მოუყარა რეალურ ძალას. წვრთნებში, სახელწოდებით "ტრაიდენტ ჯანკჩერი", რომელიც ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც „სამკაპის გაერთიანება“, 65 გემი, 250 საფრენი აპარატი, ათიათასობით საბრძოლო მანქანა და ჯარისკაცი მონაწილეობდა.
რამდენად მიუახლოვდა საქართველო მის მთავარ სტრატეგიულ მიზანს? როგორ აღიქმება საქართველოს პროდასავლური კურსისადმი ერთგულება იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს პრორუსულობაში ადანაშაულებენ? ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.
სომხეთის ხელისუფლება არ აპირებს თანამდებობას ჩამოაშოროს აშოტ სმბატიანი, ქვეყნის ელჩი ბერლინში, რომელსაც, გერმანიის მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო კავშირი ჰქონდა ქვეყანაში მოქმედ სომხურ მაფიოზურ ჯგუფთან.
დიდი ანგარიშით, 6 ნოემბრის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს არა მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 100-დან 35 მანდატის ბედი, არამედ იგი დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იმოქმედებს პრეზიდენტობის ვადის დარჩენილ ორ წელიწადში დონალდ ტრამპი.
შიმონ პანეკი სულ ოცდაერთი წლის იყო, როცა თავისი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის პროცესში ჩაერთო: 1989 წელს ის შეუერთდა აქტივისტების გუნდს ვაცლავ ჰაველის ხელმძღვანელობით - გუნდს, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებას ჩეხოსლოვაკიის კომუნისტ მმართველებთან ხელისუფლების გადაბარების შესახებ.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბედი, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია: რეგიონის ამ წამყვან უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც 1992 წელს დააარსა ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა, უნგრეთიდან წასვლა მოუწევს.
ადამიანის უფლებების დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება, საზოგადოების ინფორმირება და განვითარება, კორუფციის გამოაშკარავება, ბუნებაზე ზრუნვა - არასამთავრობო ორგანიზაციები ამ და ბევრ სხვა საქმეს ემსახურებიან და, თითქოს, ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, რომ კეთილშობილური მისია აკისრიათ.
ჯონ ბოლტონი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, 26 ოქტომბერს საქართველოს ესტუმრება. მანამდე ბოლტონი იმყოფებოდა სომხეთში, სადაც რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანამშრომელმა მას დაუსვა რამდენიმე შეკითხვა.
საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს თინა ხიდაშელი.
ისევე როგორც ოიუბ ტიტიევმა, ჰაველის სახელობის პრესტიჟული პრემიის მოპოვების შესახებ საპატიმროში შეიტყო აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა ანარ მამადლიმ 2014 წელს. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ჯილდოები ადამიანებისათვის, ვინც უსამართლობისა და განუკითხაობის წინააღმდეგ იბრძვის?
„დემოკრატიის ნაკლი არის ის, რომ ვინც მისი ერთგულია, მას ხელებს უბოჭავს, ხოლო ვინც არ არის მისი ერთგული, თითქმის ყველაფრის საშუალებას აძლევს“. - ეს სიტყვები ვაცლავ ჰაველს ეკუთვნის.
ჩამოტვირთე მეტი