უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ COVID-19-ის პანდემიამ ბევრ რამეზე დააფიქრა ადამიანები და არ შეიძლება ამან პერსპექტივაში შედეგი არ მოიტანოს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელიც ეხება COVID-19-ის ზეგავლენას საქართველოში სურსათის მიწოდების ჯაჭვზე.
თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი, გიორგი შაქარიშვილი საქართველოში COVID-19-ის გავრცელების მხრივ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, სხვა ქვეყნებთან შედარებით, „ჯერჯერობით სახარბიელოდ“ აფასებს. მისი მთავარი გაფრთხილებაა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ახლა იქნება თვითდამშვიდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები - „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) მოუწოდენემ საქართველოს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეაჩეროს პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
ღია საზოგადოების ფონდი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ ხელისუფლებას სთავაზობს რეკომენდაციებს მშრომელთა სოციალური უსაფრთხოების დროებით უზრუნველყოფისთვის. პოლიტიკის დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
ილიაუნის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი თვლის, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მატების ტემპი არ არის საგანგაშო და მთავარია ასე შენარჩუნდეს, რაც დიდწილად გაპირობებული იქნება დაწესებული შეზღუდვების შესრულების ხარისხით.
უკვე 6 წელია ქეთი ბურდულაძე იერუსალიმში, „ჰადასის სამედიცინო ცენტრში“ მუშაობს ექიმად. ის ანესთეზიოლოგ-ინტენსივისტი. COVID-19-ის გავრცელების შედეგებთან გამკლავების პროცესში უშუალოდ ისრაელშია ჩართული, თუმცა ყურადღებით აკვირდება სხვა ქვეყნებში და უპირველესად, საქართველოში არსებულ ვითარებას.
ეკონომისტი აკაკი ცომაია რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლების ორმაგი თამაშები სახიფათოა: „ცხადია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, როცა ონლაინგაყიდვებს კრძალავ და ამ დროს გაქვს ეკლესიის იერარქიასთან რევერანსები. ორმაგი თამაში ძალიან ცუდია".
მამუკა კოტეტიშვილი რადიო თავისუფლების აუდიტორიას უზიარებს ცოდნას კორონავირუსების, საკუთრივ COVID-19-ის შესახებ. „დილის საუბრების“ სტუმარი სამეცნიერო გამოკვლევების უახლეს შედეგებზე ყვება, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო იყოს ვირუსის გავრცელების ფონზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის:
ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ ყოველ კრიზისს აღმასვლა მოსდევს და მნიშვნელოვანია კრიზისის დასრულებისთვის მზადყოფნა. ეს იმედი მან ინტერვიუს დასასრულს გამოთქვა. მანამდე კი ილაპარაკა იმ საჭიროებებზე, რომლებიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს:
ვლადიმერ ჩაჩანიძე ექიმი ინფექციონისტია. ის აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში „მეთოდისტების საავადმყოფოების ქსელში“ მუშაობს. მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა თავისი პირადი გამოცდილება და დაკვირვება COVID-19-ის შესახებ.
საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულია 12 ათასზე მეტი ბენეფიციარი. პროგრამის განხორციელება გრძელდება COVID-19-ის გამოწვევის ფონზეც და გრძელდება საგანგებო მდგომარეობისას გათვალისწინებული წესების დარღვევით.
კონსტიტუციონალისტი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის მკვიდრია. მას ახლა მკაცრი კარანტინის რეჟიმში უწევს ცხოვრება. რადიო თავისუფლების ეთერში ის დეტალურად აღწერს შექმნილ ვითარებას:
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე რადიო თავისუფლების ეთერში აანალიზებს COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებს როგორც გლობალურად, ისე საქართველოსთვის და ფიქრობს, რომ სიმძიმის მიუხედავად, ვითარება არ არის უიმედო:
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ (GIP) ჩაატარა ექსპერტთა გამოკითხვა და მათ სთხოვა შეეფასებინათ საქართველოს მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. გამოკითხვაში მონაწილეობდა20 ქართველი და 20 უცხოელი ექსპერტი. ბიძინა ლებანიძე დეტალებზე:
საქართველოს მოქალაქე, ფსიქოლოგი კონსტანტინე პოზოვი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ვერ ახერხებს იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მისი თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს „ცხელ ხაზზეც“ დარეკა და წერილობითაც მიმართა დიპლომატიურ წარმომადგენლობას, თუმცა, პასუხი ვერაფერზე მიიღო.
„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე ფიქრობს, რომ COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლებების აქტიურობის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებში რელიგიური და სხვა, არაფორმალური ლიდერების გადაწყვეტილებებს:
მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი კამილა მამედოვა რადიო თავისუფლების ეთერში ყვება რა ვითარებაა მარნეულში მკაცრი კარანტინის რეჟიმის შემოღების შემდეგ:
უსაფრთხოების ექსპერტი, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) თანადამფუძნებელი, თეონა აქუბარდია ყველაზე მწვავედ აღიქვამს ინფორმაციის დეფიციტს, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის გაჩერებით ყველაზე მეტად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას ეხება:
სულხან სალაძე: „ყველაფერს სახელმწიფო ვერ გააკეთებს და ვერ გაწვდება. ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს შეგნებაზე და ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. როცა გვეუბნებიან, რომ უნდა დარჩე სახლში, უნდა დარჩე სახლში“.
ჩამოტვირთე მეტი