უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
COVID-19-ის გავრცელების ფონზე საქართველოს აზერბაიჯანული თემი არაერთხელ აღმოჩნდა ქსენოფობიური გამოხატვის სამიზნე. ამ თემაზე რადიო თავისუფლება ბოლოს სულ ორიოდე დღის წინაც წერდა - იმის შესახებ, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარს მოჰყვა.
ეკონომიკის არაერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ტურიზმის მომსახურე სექტორიდან (სასტუმროები, კაფეები, რესტორნები) ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება ფასებსაც დაეტყობოდა და შემცირდებოდა კიდეც. თუმცა, ჯერჯერობით, ბაზარს მსგავსი არაფერი ეტყობა. კონსტანტინე რუხაძე საინტერესო დაკვირვებას გვიზიარებს.
COVID-19-ის პანდემია უმეტესწილად იხილება, როგორც ჯანდაცვისა და ეკონომიკის ტვირთი. ჯერჯერობით ნაკლებად მსჯელობენ ეფექტზე, რომელსაც შექმნილი ვითარება ახდენს ადამიანების ფსიქიკაზე.
ევროკომისიის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყანაში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდა გამოკვლევა სამოქალაქო საზოგადოების წინაშე კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული და ფიზიკური უსაფრთხოებისთვის არსებული რისკების შესაფასებლად.
საგანგებო მდგომარეობისას საქართველოში ამოქმედდა არაერთი ახალი საკანონმდებლო ნორმა და შეზღუდვა, რომელთა დარღვევაც პირველ ჯერზე 3000 ლარის ჯარიმით, დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საკანონმდებლო სიახლე იქცა განსჯის საგნად.
„რეფორმების გუნდის“ ხელმძღვანელი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი თვლის, რომ მთავრობის მიერ COVID-19-ით გამოწვეული სოციალური გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი ნაბიჯები არ მიდის საჭიროების მქონე ადამიანების უდიდეს ნაწილამდე.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გააანალიზა გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდში, რომ დაედგინა რა თანხები იხარჯება კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში უტენდეროდ, რას და ვისგან ყიდულობს სახელმწიფო?
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, გია ჯანდიერი თვლის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს გადასახადების შემცირება იქნებოდა. ეს, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა ბიზნესს თვითონ განესაზღვრა საინვესტიციო პრიორიტეტები და ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული ხელისუფლების ინიციატივებზე:
"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" (EPRC) მოამზადა ევროპის იმ განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მიმოხილვა, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ბრძოლას COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ და პარალელურად შეუდგნენ ეკონომიკური აქტივობის შეძლებისდაგვარად გახსნას.
პლატფორმა “სალამის“ თანადამფუძნებელი, ქამრან მამედლი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მარნეულში 22 აპრილს გამართულმა აქციამ აჩვენა ის, თუ რა „კრიტიკულად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ“ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობით დასაქმებული ადამიანები.
ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი კარანტინის რეჟიმი ჯერჯერობით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისთვის აღმოჩნდა. შეზღუდვების დაწესებიდან ერთი თვის თავზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვაა.
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტმა კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნოს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე. ორგანიზაცია თვლის, რომ ამისათვის პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა.
რუსუდან გიგაშვილი, ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე და „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი არ თვლის, რომ სოფლად ადამიანების მომრავლება დარგს ან მთლიანად ეკონომიკას შეუწყობს ხელს, თუმცა, ძალიან დადებითად აფასებს ინტერესს დარგის მიმართ:
„COVID-19 თავისთავად გვაჩვენებს იმას, რომ თავისუფალი გახსნილი საზოგადოება გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩაკეტილი საზოგადოება, სადაც სახელმწიფო აკონტროლებს ყველას და ყველაფერს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ასათიანი, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა სოფლად და კიდევ უფრო რთული ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური „დილის საუბრებში“ ამბობს:
ეკატერინე ლოლაძე, ბელგიაში, ქალაქ მიდელკერკეში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. ის ოსტენდეში მდებარე Az Damiaan-ის მრავალპროფილური კლინიკის შეფ-მზარეულია. ეკატერინე ლოლაძის მეუღლე კოვიდდადებითია.
COVID-19-ის გავრცელების შენელების მიზნით დაწესებული შეზღუდვები და იზოლაცია ადამიანების ნაწილს კიდევ უფრო დაუცველს ხდის ოჯახური ძალადობის წინაშე.
ხუთმა ბიზნესგაერთიანებამ ეკონომიკის ექსპერტებთან კონსულტაციით შეიმუშავა რეკომენდაციები და მათი სწრაფად შესრულების მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართა.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ მიმართავენ მთავრობას, რომ მან აღმოფხვრას სოციალური მუშაკების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამოწვევები და უზრუნველყოს სამსახურებრივი საჭიროებისათვის მათი უსაფრთხო გადაადგილება.
ლექსო ვაჩაძე, ჰადასას საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია. ის 13 აპრილს იერუსალიმიდან ჩაერთო რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. ლექსო ვაჩაძე ყვება, რომ ისრაელში დაავადების გართულებების გარეშე მიმდინარეობის შემთხვევაში, პაციენტები სახლში რჩებიან და მას დისტანციურად მართავს ექიმი:
ჩამოტვირთე მეტი