თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბულგარეთის ელექტრონული მედიის მარეგულირებელი საბჭოსწევრი ვასელინ სტოიკოვი, რომელსაც დაუმტკიცდა, რომ თანამშრომლობდა კომუნისტური პერიოდის სახელმწიფო უშიშროების საიდუმლო სამსახურთან.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერაყის, ირანის და ჩრდილოეთი კორეის მიმართ დამოკიდებულებაში არაფერს გამორიცხვას.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში - ყანდარში - საპყრობილეში ტყვეების ცემის შესახებ გავრცელებულ ცნობას იძიებენ.
ისრაელის არმიის საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები დღეს ცეცხლს უშენდა პალესტნელთა ავტონომიის ქალაქ ღაზის მნიშვნელოვან ობიექტებს.
ჩეჩნეთში, ჰანკალის ხეობაში, რუსეთის არმიამ დაიწყო ახალი მსხვილი სამხედრო ოპერაცია.
ასი ათასი ადამიანი გავიდა დღეს ირანის დედაქალაქის თეირანის ქუჩებში, რათა ისლამური რევოლუციის 23 წლისთავი აღენიშნა და ამასთან ერთად პროტესტი გამოეთქვა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ.
გაერთიანებულ არაბულ საამიროებში იმყოფებოდა ავღაენთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი. საამიროები, საუდის არაბეთსა და პაკისტანთან ერთად, იმ იშვიათ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებმაც აღიარეს თალიბების ავღანეთი.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ერთმანეთს ხვდება 71 ქვეყნის, ასევე ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წარმომადგენლები, რომლებმაც მსოფლიოს, მშვიდობის, თანამშრომლობის და ჰარმონიის თაობაზე მიმართვა უნდა გაუგზავრონ.
მოლდავეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტbამ დღეს გააუქმა ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიის აკრძალვა,
პოლონეთმა განაცხადა, რომ ის აღარ მოითხოვს გლეხებისთვის დაწესებული სუბსიდიების ას პროცენტს, როცა ამ ქვეყანას 2004 წლისთვის კავშირში შეიყვანენ.
ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ესტუმრა.
ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა პალესტინელთა ავტონომიის უშიშროების ძალების ობიექტებზე,
ჩამოტვირთე მეტი