ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ამ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები პანკისის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის შესაძლო ყოფნის შესახებ "ხელს არ უწყობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა გაუმჯობესებას".
პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი კახა იმნაძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოში, ანტი-ტერორისტული ოპერაციაა დაგეგმილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობით.
ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა დღეს ექსტრემისტული დაჯგუფების "ჰამასის" პრეს-ცენტრს ღაზის სექტორში, რის შედეგად ამ დაჯგუფების წამყვანი წევრი და კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა; რამდენიმე პალესტინელი დაიჭრა.
მოსამართლე რიჩარდ მეიმ, რომელიც ჰააგაში მიმდინარე პროცესს თავმჯდომარეობს, დღეს განაცხადა, რომ ივლისში უნდა დამთავრდეს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მიერ კოსოვოში ჩადენილი დანაშაულის განხილვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ხვალ სამხრეთი კორეის პრეზიდენტს კიმ დე-იუნგს შეხვდება სეულში, ხოლო შემდეგ კორეის ორად გამყოფ დემილიტარიზებულ ზონას მოინახულებს.
სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, თოთხმეტიდან ჩვიდმეტი თებერვლის ჩათვლით, ფედერალურ ჯართან მომხდარი შეტაკებების დროს ჩეჩნეთში 48 მეამბოხე, მათ შორის ერთ-ერთი საველე მეთაური, ხიზირა ხაჩუკაევი იქნა მოკლული.
რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები დღეს მოსკოვში შეთანხმდნენ გააორკეცონ ძალისხმევა, რათა მაისში, როცა პრეზიდენტების:
გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შროედერმა დღეს განაცხადა, რომ სლოვაკეთი ნატოში გაწევრიანების რეალური კანდიდატია და ალბად ევროკავშირში იქნება მიღებული სხვა ქვეყნებთან ერთად მორიგ ეტაპზე.
თურქეთის პოლიციამ დღეს დააპატიმრა 3 მამაკაცი, რომლებსაც ტერორისტული აქტი უნდა განეხორციელებინათ ტელ-ავივში. იორდანიის მოქალაქე და 2 პალესტინელი იმ დროს დააკავეს, როცა ირანიდან თურქეთის ტერიტორიის გავლით ისრაელში აპირებდნენ ჩასვლას.
თურქმენული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის შიხმურადოვმა განაცხადა, რომ უკანასკნელი კვირეების მანძილზე, თურქმენეთში, პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვის 300-დე მოწინააღმდეგე დააპატიმრეს.
მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა ბასკებით დასახლებულ ჩრდილოეთ ესპანეთში. ქალაქ ბილბაოს შემოგარენში დღეს დილით, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგად სულ ცოტა სამი ადამიანი დაიჭრა.
სამხრეთი გერმანიის ბავარიის მხარეში მიაკვლიეს ბოროტმოქმედის გვამს, რომელმაც 3 ადამიანი მოკლა დღეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მან, ხელყუმბარაზე აფეთქებულმა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ჩამოტვირთე მეტი