ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გამოეხმაურა იტუმ-კალეს-შატილის საავტომობილო გზის მშენებლობას - გზას, რომლის მშენებლობაზეც კადიროვი და მისი გარემოცვა წლებია საუბრობენ და რომელიც ჩეჩნეთის რაიონ იტუმ-კალეს შატილთან დააკავშირებდა.
ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის, რობ რაინერისა და მისი ცოლის, მიშელის გვამები ნახეს ლოს-ანჯელესში, მათ სახლში. პოლიცია სავარაუდო მკვლელობას იძიებს.
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის მხრიდან რაკეტებითა და დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.
14 დეკემბერს უკრაინაში პრესკონფერენცია გამართეს წინა დღეს ბელარუსში გათავისუფლებულმა პოლიტიკურმა პატიმრებმა.
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი.
პროევროპული აქციის მონაწილეები, რომლებიც წელიწადზე მეტია რუსთაველის გამზირზე, ყოველდღე მართავენ საპროტესტო აქციებს, 14 დეკემბერს შეუერთდნენ გლობალურ აქციას STOP HUMAN SAFARI / SAVE KHERSON.
14 დეკემბერს ბერლინში გაიმართა უკრაინის და აშშ-ის დელეგაციათა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა.
უკრაინაში ასიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა, რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ. ამ შინაარსის განცხადება კვირას დილით გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჩამოტვირთე მეტი