სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები იმედს გამოთქვამს, რომ გამოიძებნება გზა საქართველოში სამეთვალყურეო საქმიანობის გასაგრძელებლად.
ალექსანდრე ლომაიას განცხადებით გაეროს გენერალურ მდივანს რუსეთი ”აშანტაჟებს” იმისათვის, რომ მან ცვლილებები შეიტანოს საქართველოს შესახებ ანგარიშში. რუსეთი უარყოფს ლომაიას მტკიცებას.
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, ზემო ლარსის, ამოქმედების საკითხზე.
ოპოზიცია არ აპირებს რუსთაველის გამზირიდან საკნების აღებას და პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე უარის თქმას.
უცვლელია არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების საერთო მიზანი. თითოეული მათგანი ხელისუფლების ცვლილებისკენ მიისწრაფვის, თუმცა განსხვავებულია მიზნისკენ მიმავალი გზებისა და ხერხების მათეული ხედვა.
26 მაისს 70 წელი შეუსრულდებოდა ქართული ეროვნული მოძრაობის გამოჩენილ წარმომადგენელს, მერაბ კოსტავას. გთავაზობთ კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებას.
ფხენიანმა გამოაცხადა, რომ გამოდის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან, რომელმაც 1953 წელს ბოლო მოუღო ომს სამხრეთ კორეასთან.
26 მაისი - როგორ გაუმართლა ამ დღემ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომას მოითხოვენ.
თითქმის ნახევარწლიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს უკვე აქვს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომლითაც ქვეყანამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია უნდა განაგრძოს.
აღმოსავლეთ პაკისტანში მდებარე ქალაქ ლაჰორში მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრა დაახლოებით 300 პირი.
გავრცელებულმა ცნობამ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმიდან რომში გაემგზავრა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად, ქალაქში უკმაყოფილება გამოიწვია.
გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბირთვული გამოცდა, როგორც უშიშროების საბჭოს რეზოლუციათა აშკარა დარღვევა.
ჩამოტვირთე მეტი