ოსურ დელეგაციას, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, იმედი გაუჩნდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ხელს მოაწერს იურიდიულ დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. თუმცა ოსი პოლიტოლოგების და ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი კიდევ გაჭიანურდება.