სამშაბათს აშშ-ის მთავრობის ბევრმა უწყებამ შეწყვიტა მუშაობა მას შემდეგ, რაც კონგრესმა ვერ შეძლო დროებითი საბიუჯეტო კანონის მიღება. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 17 წლის განმავლობაში.
ტოივო კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა.
საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით, 1 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა პოლიტიკური დებატები „ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით“.
გაგრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რაც, ბევრის აზრით, ქვეყნიდან გასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვას აწესებს.
ცხინვალში ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო ხშირად საუბრობს საპროტესტო აქციების მოწყობის აუცილებლობაზე, რომლის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა იქნება.
ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ - ასე დაარქვეს ორგანიზატორებმა დისკუსიას, რომელშიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა და “კავკასიური სახლის” დირექტორმა გიორგი კანაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
გასული კვირა იმით დაიწყო, რომ სოფელ დვანში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.
25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ, რომელიც ჩვეულებრივი იარაღით მსოფლიოს უმსხვილესი მოვაჭრეა, ნიუ-იორკში იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა.
დღეს, 11 საათზე, ამოიწურა ვადა, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ დვანის მოსახლეობას ოკუპირებულ ზოლში დარჩენილი სახლების დასაცლელად და დემონტაჟისთვის მიეცა.
საქართველო უპასუხისმგებლოდ აგრძელებს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის გაღვივებას, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
მრავალკვირიანი დებატების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სირიისაგან მოითხოვს საერთაშორისო ინსპექტორებს გასანადგურებლად გადასცეს მის ხელთ არსებული ქიმიური იარაღი.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლები დიცი და დვანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 35 უცხოელი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდა.
ჩამოტვირთე მეტი