თეირანის პოზიციამ ბან კი მუნი აიძულა „ჟენევა 2“-ად წოდებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ირანისათვის გამოწერილი მოსაწვევი გაეუქმებინა.
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეს ფილიპ ლეფორს თბილისში საგანგებო შეკითხვით ელოდებიან.
ერგნეთში გაიმართა მორიგი, რიგით 41-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ერგნეთში ეს შეხვედრა, რომელიც წელს პირველია, უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა.
21 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.
ირანის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები ვრცელდება: ის შეუდგა თავის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას, რასაც მალევე მოჰყვა ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქცია.
კიევის ცენტრში წუხანდელი შეტაკებების შემდეგ, ვითარება სამთავრობო კვარტალში, გრუშევსკის ქუჩაზე, კვლავ დაძაბული რჩება. ევროკავშირმა დაგმო უკრაინის დედაქალაქში მომხდარი ძალადობა.
ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ მთავრობამ შეუთანხმებელი მოქმედებებით შეცდომა დაუშვა რუსეთიდან მიღებული ფინანსური რესურსების გადანაწილებაში, რამაც უარყოფითად იმოქმედა საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციაზე.
არასაპარლამენტო პოლიტიკური უმცირესობა პრინციპულად მოითხოვს მერის საარჩევნო ბარიერის 50 %-მდე აწევას, მაშინ როცა მმართველი კოალიცია არსებული ბარიერის 30 %-დან 40 %-მდე გაზრდასაც დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
ასამდე ადამიანია დაშავებული უკრაინის ცენტრში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლისას.
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამართული პირველი პრესკონფერენცია.
დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური „სტაბილურობის ძირის გამოთხრაც“ კი უწინასწარმეტყველა საქართველოს, თუკი ნატოს უელსის სამიტზე ქვეყანა კვლავაც ვერ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას.
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევისას ბარიერი 30%-დან 40%-მდე გაიზარდოს, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.
ჩამოტვირთე მეტი