იმაზე, რომ რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი არაერთხელ ყოფილა საუბარი. მაგრამ ეს მაინც კერძო და ზოგადი საუბრები იყო. ახლა კი, ხელთა გვაქვს კვლევა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევა საჯარო ინფორმაციაზე და ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა.