საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველო არ აპირებს ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის რაოდენობის შემცირებას და მზად არის, ბოლომდე იდგეს კოალიციური პარტნიორების გვერდით.
გაეროს ინფორმაციით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები მონათა ბაზრებზე ყიდიან ერაყსა და სირიაში მოტაცებულ მოზარდ გოგონებს, ზოგჯერ „ერთი კოლოფი სიგარეტის ფასად“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა განსასჯელ გიორგი ოქროპირიძეს.
9-10 ივნისს თბილისი პირველად მასპინძლობს ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ 60-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები.
თურქეთში შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს პოლიტიკური ბუნდოვანება, მას შემდეგ, რაც მმართველმა, სამართლისა და განვითარების პარტიამ კვირას ჩატარებულ არჩევნებზე უმრავლესობა დაკარგა.
რობერტ პშჩელი მოსკოვს ტოვებს, ამოწურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოსკოვის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელად თავისი მუშაობის ვადა.
ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების ბერკეტებს ებღაუჭება – ასეთია ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის შეფასება საარჩევნო სისტემის შეცვლის გადავადებასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „ეროვნული ანიტოკორუფციული სისტემის“ თაობაზე ანგარიში პრეზენტაცია გამართა.
გაუქმდეს ეროვნული ბანკი და ლარი აღარ იყოს გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე – ამ ინიციატივით გამოვიდა „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე.
8 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ელენე ნიჟარაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირაში ყველაზე ბევრი და სხვადასხვა ხასიათის გამოხმაურება მოჰყვა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ პროექტის თანახმად, საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, პრაქტიკულად, მოქმედი მოდელით ჩატარდება.
ჩამოტვირთე მეტი