რუმინეთის ეროვნული ანტიკორუფციული დეპარტამენტი სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ-ვიორელ პონტას წანააღმდეგ.
სახალხო დამცველმა საზოგადოებას გააცნო დევნილთა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოების ან ინდივიდუალური პირის კანონთან მიმართების შესახებ – განმარტა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში.
რიჩარდ სიდნეი ბათუმში ანექსირებული ყირიმიდან ჩამოვიდა. იგი ქალაქ სიმფეროპოლში ცხოვრობს. ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებში ყირიმში განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირების დევნა მიმდინარეობს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი.
უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილია ფართომასშტაბიანი ბრძოლის განახლების „კოლოსალური საფრთხე“.
გაეროს გენერალურ ასამბლეაში ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებს დევნილთა და ლტოლვილთა უფლებას.
მილოშ ზემანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომელსაც პრორუსულობას წამოაძახებენ ხოლმე, „რუსული პროპაგანდის სიცრუედ“ შეაფასა რუსეთში შექმნილ ახალ დოკუმენტურ ფილმში, ე.წ. „პრაღის გაზაფხულის“ შესახებ გამოთქმული მოსაზრება.
ესტონეთი კვლავაც მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე – აცხადებს თბილისში სტუმრად მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი.
ხელისუფლების პირველმა პირებმა საზოგადოებას ღია მმართველობის კუთხით გატარებულ რეფორმები და, ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნეს.
ამერიკელი ამომრჩევლები საპრეზიდენტო კანდიდატებისგან დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინსვლაზე პასუხს ითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია.
ჩამოტვირთე მეტი