მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთში ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც ათასობით ებრაელი გადაარჩინა საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრას. ის დიპლომატი იყო და თვითონაც გადაურჩა ნაცისტებს, მაგრამ ომის ბოლოს საბჭოთა უშიშროების სამსახურის ტყვედ ჩავარდა. რა ბედი ეწია ამის შემდეგ, ბურუსით არის მოცული.