25 ივნისს რუსეთის ხელისუფლებამ გაეროს საზღვაო ტრიბუნალს ანგარიში უნდა ჩააბაროს იმის შესახებ, რამდენად შესრულდა სასამართლოს განაჩენი რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.
თელავის მერის სამ მოადგილეს და ოთხი სამსახურის უფროსს თითქმის ერთდროულად გაუჩნდა სურვილი, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური მიეტოვებინა, ზოგი მათგანი კერძო სექტორში წასულიყო და ზოგიც, უბრალოდ, უმუშევარი დარჩენილიყო.
47 დღეში ფეხით გაიარა 1517 კილომეტრი, 400-ზე მეტი სოფელი და 30-ზე მეტი ქალაქი. საგანგებოდ აარჩია მარშრუტი, რომ რაც შეიძლება ბევრ დასახლებაში შესულიყო. გიგა მაქარაშვილის "დამოუკიდებლობის მარში":
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კონსტანტინე ჩაჩანიძის სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
პარტია „აღორძინება“ 2014 წელს შეიქმნა. ის გამოდის ევროკავშირიდან და ნატოდან ბულგარეთის გასვლის მოწოდებით და ემხრობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციას რუსეთის მიმართულებით.
28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ორი აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი.
"სასამართლო სისტემა არ შენდება სწორად. შეიძლება ითქვას ის შენდება უკუღმა. ეს მოგვიტანს ძალიან ცუდ შედეგებს, როცა ამ შენებას დავასრულებთ - მივიღებთ უკუღმა აშენებულ სასამართლო სისტემას", - "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი "დილის საუბრებში":
ბოლო დღეებში 374 მილიონამდე ამომრჩეველს მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ევროპარლამენტის არჩევნებში - მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს დემოკრატიულ კენჭისყრაში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში 5 წელიწადში ერთხელ იმართება.
საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები სიმართლის დადგენას ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან - აცხადებს იური სუსლიაკი, თბილისში 10 ბავშვთან ერთად ჩამოსული და ამჟამად ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის მეუღლე.
ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობს ევროპის პარლამენტის არჩევნები, რომელიც ოთხი დღე გრძელდება. კენჭისყრაში მონაწილეობს კავშირის წევრი 28-ვე ქვეყანა. ელექტორატის რაოდენობა 400 მილიონამდეა. უფრო მეტი ამომრჩეველი მხოლოდ ინდოეთში მოიპოვება.
ჭიათურელი მაღაროელები ულტიმატუმს უყენებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას.
ჩამოტვირთე მეტი