"ხატი, წერილი მოვიდა სკოლაში, რომ 7 ივნისს 9.30 საათზე უნდა ვყოფილიყავით რესურსცენტრში, რათა რუსთავში შეხვედრაზე წავეყვანეთ. რა შეხვედრა იყო, რის შესახებ, ან ვისთან არ აუხსნიათ და ეს იყო ,,სავალდებულო" ,,აუცილებელი". უარის თქმის უფლებაც არ გვქონდა."
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის სამ მოქალაქეს გასაჩივრებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელთა გამოც, მათი აზრით, კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობენ.
რადიო თავისუფლებამ მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ ინტერვიუს ჩაწერა დეპუტატობის ორივე კანდიდატს შესთავაზა და თანხმობაც მიიღო, თუმცა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვერ გამონახა დრო ჩვენთან სალაპარაკოდ.
#ნანა, წადი - ამ შინაარსის სტიკერები სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან, განათების ბოძებზე გააკრეს და ამ ფორმით გააგრძელეს ქალაქის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ გასულ კვირაში დაწყებული საპროტესტო კამპანია.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოუწოდებს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატებს. მას მიაჩნია, რომ კონკურსი დებულების დარღვევით ჩატარდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში, საერთო აზრით, წარმატებული იყო, ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მისი გამოსვლის გარკვეული ფრაგმენტები იდენტური აღმოჩნდა იმისა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რამდენიმე დღით ადრე გაახმიანა.
მაისის ბოლოს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა შეცვალა პრეზიდენტ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგის გაზომვის მეთოდიკა.
„ჩაინა ლილიო სითის“ მფლობელი ლაურა ღაჭავა გამორიცხავს, რომ ბაზრობაზე ხანძარი ელექტროენერგიის სადენებთან იყოს დაკავშირებული. მის ხელთ არსებული ინფორმაციით ცეცხლი საწყობიდან გაჩნდა, იქ კი ელექტროენერგია არ არის და არც ელექტროსადენებია.
9 ივნისს თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.
ჩამოტვირთე მეტი